ადამიანის უფლებები

Posted by A_R_E_S | Uncategorized | Tuesday 2 June 2009 12:15 am

ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ბროშურას გადავაწყდი, სახელად “შენიშვნები ადამიანის უფლებათა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის შესახებ”. 1998 წელს არის გამოშვებული თბილისში..დაახლოებით 100 გვერდამდე წიგნში მოცემულია რამდენიმე პოლონელი ავტორის სტატია. ალბათ იცით, რომ პოლონეთმა ის გზა, რის გავლასაც ახლა ჩვენ ვცდილობთ, უკვე გაიარა. ნუ ჯერ ბოლომდე არ გაუვლია, მაგრამ პოსტსოციალისტური და პოსტტოტალიტალური პერიოდი წარმატებით გადალახა, გახდა ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამიტომ ძალიან დამაინტერესა რამდენიმე პოლონელი ინტელექტუალის შეხედულებამ ამ საკითხზე. რათქმაუნდა ახლა მე არ დავიწყებ მთლიანი წიგნის გადმოკოპირებას, უბრალოდ მოგაწვდით ორი პოლონელი ავტორის ორი სხვადასხვა სტატიიდან ფრაგმენტებს, რომელიც მე პირადად ძალიან მომეწონა. ძალიან კარგად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი. მოკლედ ეს ავტორები არიან, მარეკ ნოვიცკი და ვიქტორ ოსიატინსკი.

სამართლებრივი სახემწიფოს ცნება ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ-ერთი საკვანძო ცნებაა. სამართლებრივია ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანსა და ხელისუფლებას შორის არსებობს მკაფიო, სტაბილური და ყველასათვის ცნობილი თამაშის წესები. ეს ის სახელმწიფოა, რომელშიც ადამიანს შეუძლია საკმაოდ ზუსტად გამოიცნოს ხელისუფლების რეაქცია მის ქმედებაზე, ვინაიდან ამ სახელმწიფოს მართავენ არა თვითნება ჩინოვნიკები და თანამდებობის პირები, არამედ მკაფიო კანონი.

ბუნებრივია, რომ სამართლებრივი სახელმწიფო სულაც არ არის ყოველთვის დემოკრატიული, ხოლო დემოკრატიული - სამართლებრივი.

ადამიანის უფლებანი და ტავისუფლებანი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროს მიეკუთვნება.

ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ უფლებათა სუბიექტი ადამიანია. ამიტომაც არ შეიძება საუბარი უმცირესობის უფლებათა შესახებ ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში - ეს პოლიტიკის ენაა და მისი საგანი. ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში გულისხმობენ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნებიან, ინვალიდთა უფლებებს, არა როგორც ჯგუფისა, არამედ თითოეული ინვალიდისა ცალ-ცალკე. (more…)

საქართველო - ხედვა, პროგნოზები, ძალები

Posted by A_R_E_S | Uncategorized | Saturday 11 April 2009 1:37 pm

ძალიან დამიგვიანდა პოსტი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია… აფრიკის რქაზე ცოტა მოგვიანებით დაგიწერთ როცა მაგის ხასიათზე ვიქნები. ახლა კი შევეხები საქართველოს დაძაბულ სიტუაციას და შევეცდები ჩემი ხედვა შემოგთავაზოთ ამ ყველაფერზე. რასაც აქ ვიტყვი ყველაფერი არის ჩემი პირადი აზრი და არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ ეს სწორი აზრი და პროგნოზია. :)

დავიწყოთ იქედან, რომ 9 აპრილის აქციისთვის ოპოზიციამ უკან დასახევი ყველა გზა მოიჭრა და ასე ვთქვათ ყველა გემი დაწვა, რომლითაც უკან დახევას შეძლებდა. ერთადერთი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა და ერთადერთ საკითხზე დიალოგი - პრეზიდენტის გადადომა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ის მზად იყო წასულიყო რაღაც დათმობებზე, რაც პრინციპში სწორიც იყო/არის შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. დასავლეთის მხრიდან აშკარაა რომ ამ შემტხვევაში დაკვეთა არის მშვიდობაზე და დაძაბულობის მაქსიმალურად თავიდან აცილებაზე. რაც შეეხება რუსებს, აქციების პარალელურად ცხინვალში როკის გვირაბიდან დამატებითი ძალა შეიყვანეს, სრულ საბრძოლო მხზადყოფნაშია 58-ე არმია, აფხაზეთში შევიდა 6 გემი სევასტოპოლიდან. ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე წავიკითხე, რომ ამერიკული დაზვერვის ფოტოებმა კოსმოსიდან დააფიქსირეს ჩრდილოკავკასიის აეროპორტებზე სრული მზადყოფნაა და თვითმფრინავები მომზადებულია ოპერაციის ჩასატარებლად. რუსეთიდან რამდენიმე მანქანით მოდიან ახალგაზრდული მოძრაობა “НАШИ”-ს წევრები ოპოზიციის მიტინგის მხარდასაჭერად, შემოსვლას აპირებენ როკის გვირაბიდან ცხინვალის გავლიტ. რათქმაუნდა ეს რუსების პროვოკაციაა რომ ჩვენი სამართალდამცავები ამ ხალხს არ შემოუშვებს თავის კონტროლირებად ზონაში და ამ ყველაფერს სიტუაციის გართულება მოყვება ცხინვალის რეგიონის საზღვართან. აქვე უნდა შევეხო ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიციას. ნათლად დაფიქსირდა, რომ საქართველოს “გაყიდვა” არ მოხდა, ძალიან მკაცრი ტონით საუბრობს ჩვენი მეგობარი აშშ. ასე რომ რუსების და ზოგიერთი ქართველის მოლოდინი არ გამართლდა. საქართველო აშშ-ს ერთადერთი დასაყრდენია რეგიონში, კავკასიასა და შუა აზიაში, რათქმაუნდა ამ საყრდენის დაკარგვა აშშ-ს არ უნდა არც დემოკრატს და არც რესპუბლიკელს.

(more…)

აფრიკის რქა (I ნაწილი - სომალი)

Posted by A_R_E_S | Uncategorized | Monday 2 March 2009 1:04 am

ამ პოსტში პირველად შევეხები აფრიკას. დღესდღეობით აფრიკა ყველაზე უფრო კონფლიქტური კონტინენტია და ჩემი აზრით, საინტრესო იქნება იქაური მოვლენების განხილვა. ნუ იმის გათვალისწინებით, რომ წინა პოსტს “საქართველოს შეიარაღებულ ძალებს”(!) დიდი გამოხმაურება არ მოყოლია, ალბათ ამ პოსტზე საერთოდ კომენტარი არ დაიდება. მაგრამ ეგ არაფერი. ნელნელა უფრო და უფრო ვემსგავსები “სამ ტანცუემ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიობ” ტიპს. :))) ბოდიში რუსულისთვის მაგრამ კარგად ჟღერს იმ ენაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად მე მაინც იმედს დავიტოვებ რომ ვინმე წაიკითხავს ამ პოსტს და მეორე ნაწილს დიდი ინტერესით დაელოდება :)))))) აქვე დავამატებ იმას რომ რახან თემა სომალის ეხება, სომალის ერთ-ერთი რეგიონი, სომალილენდი, შედის კავშირში აფხაზეთთან, ს. ოსეთთან და დრესტნისპირეთთან ერთად. ეს არის რუსების მიერ შექმნილი თვითარიარებული ქვეყნების ორგანიზაცია თუ რაღაც მაგდაგვარი. კიდევ ქართველების და სომალის კავშირს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში გაიტაცეს რამდენიმე გემი სომალელმა მეკობრეებმა და მასზე ქართველი მეზღვაურებიც იყვნენ. :))

“აფრიკის რქა” ეს არის ნახევარკუნძული აღმოსავლეთ აფრიკაში რომელზეც მდებარეობს შემდეგი ქვეყნები: სომალი, ეთიოპია, ყენია, ჯიბუტი და ერიტრეა. ეს არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილი, აქედან კონტროლდება წითელი ზღვის და ინდოეთის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე. ამითარის განპიროვევული აშშ-ს და თავის დროზე სსრკ-ს უდიდესი ინტერესი ამ რეგიონის მიმართ. იყო დრო რომ ამ რეგიონს სრულად სსრკ აკონტროლებდა. ამას მოგვიანებით განვიხილავთ.

რუკაზე მწვანე ფერით გამოყოფილია აფრიკის რქის ნახევარკუნძული.

ამ რუკაზე შეგიძლიათ გაარჩიოთ “აფრიკის რქის” ქვეყნები.

ეს ზოგადად აფრიკის რქის ნახევარკუნძულზე. ახლა კი გადავიდეთ პირველ ნაწილზე.

(more…)

საქართველოს შეიარაღებული ძალები

Posted by A_R_E_S | Uncategorized | Monday 16 February 2009 7:00 pm

წესით საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საინტერესო უნდა იყოს რა ძალას წარმოადგენს საქარტველოს შეიარარებული ძალები, რა შესაძლებლობის ტექნიკა აქვთ ქართველებს, რა ოპერაციების შესრულება შეუძლიათ და ა.შ. მე ასეთი სტატია ქართულ ენაზე არსად შემხვედრია. თუ არ ვცდები ქართულ ვიკიპედიაზეც კი არ არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სტატია. მე შევეცდები მაქსიმალურად ზუსტად აღვწერო ჩვენი ჯარის შესაძლებლობები, თუმცა რადგან მე არც თავდაცვის მინისტრი ვარ და არც ხელისუფლების წრეებთან დაახლოებული სამხედრო ექსპერტი, მაინც და მაინც მკაცრად ნუ განმსჯით თუ რამე უზუსტობა გამეპარება. :)

დავიწყოთ იქედან, რომ ქართულ ჯარში ირიცხება 38 ათასი ჯარისკაცი. საქართველოს შეიარაღებული ძალებში შედის: საქართველოს სახმელეთო ძალები, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები და საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები. დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადების შემდეგ, ანუ 1991 წლიდან დღემდე, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა შემდეგ ომებში: საქართველოს სამოქალაქო ომი 90იან წლებში, ცხინვალის რეგიონის ომი(1991-1992წ.წ), ომი აფხაზეთში (92-93 წ.წ.), მეორე ომი ცხინვალის რეგიონში(რუსეთ-საქართველოს ომი) 2008 წელს.

სამხედრო სფეროში საქართველოს პარტნიორები არიან: აშშ, პოლონეთი, უკრაინა, ისრაელი, ჩეხეთი, თურქეთი, გერმანია.

საქართველოს სახმელეთო ძალები

საქართველოს სახმელეთო ძალებში შედის: გორის ბრიგადა, სენაკის ბრიგადა, ქუთაისის ბრიგადა, ვაზიანის ბრიგადა, ხონის ბრიგადა.  საქართველოს შეიარაღებაში შედის ავტომატები: AK-47(სსრკ), M4 Carbine(აშშ), G36(გერმანია), TAR-21(ისრაელი). ტყვიამფრქვევები: PK(სსრკ), NSV(სსრკ), Mk19(აშშ). სნაიპერის შაშხანები: SVD(სსრკ), M24(აშშ), Zastava M93 Black Arrow(სერბეთი), Barret M82(აშშ).

(more…)

ისრაელი უძველესი დროიდან დღემდე

Posted by A_R_E_S | Uncategorized | Monday 5 January 2009 4:31 am

ამ პოსტის მიზანია გასცეს შემდეგ კითხვას პასუხი “რატომ არის ისრაელი ამ ომში მართალი?” თუმცა მხოლოდ ამ კიტხვას არ გაეცემა პასუხი ცოტა მოზრდილი პოსტი იქნება ზოგადად ისრაელზე

პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით დიდი პაუზისთვის.. არ მეცალა… კოლოქვიუმები იყო მაღლივში მტისკავენ ერთ პოსტს მაგ ამბავსაც მივუძღვნი ალბათ ოდესმე დიდი სიყვარულით :D მერე ახალი წლებიო ესა ისაო მოკლედ ვერ მოვიცალე და აი ახლა მომცეს სტიმული პოსტის დაწერის… ხოდა დავწეერ.. სხვა თუ არავინ ჯიბლა მაინც წაიკიტხავს ბლნ :D

ე.ი. ამ პოსტის დაწერის სტიმული მომცა ერთ-ერთ ფორუმზე ისრაელის ახლადდაწყებული ომის განხილვისას წამოწეულმა კითხვამ.. არაბები არიან მართლები თუ ებრაელები… ერთ-ერთი ფორუმელი(ირაკლი) რომელმაც ფაქტებით აბსოლუტურად სწორად ჩამოაყალიბა თავისი პოსტი ამტკიცებდა რომ ისრაელი არის უბრალოდ ამერიკის პროექტი და სხვა არაფერი, რომ ეს მიწა ეკუთვის პალესტინელებს.. მე მას ამ ფაქტებში არ ვეწინააღმჯდეგები და ამ პოსტშიც იხილავს ის თავისივე მოყვანილ ფაქტებს, უბრალოდ მე ამ საკითხს სხვა კუთხით ვუყურებ :D

მაშ ასე.. დავიწყებ იმით, რომ ებრაელები ამ მიწაზე აბორეგენები არიან და ამით ჩემთვის უკვე ნათელია თუ ვინ არის მართალი ამ კონფლიქტში.. მოკლედ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძალიან ძალიან დიდი ხნით ადრე არსებობდა გაერთიანებული ებრაული სამეფო.. გინდ ბიბლიით დაასკვენით ეს, გინდ ისტორიული წყაროებით.. ამას ხაზს იმიტომ ვუსმევ რომ ძირიტადად ფუნდამენტალისტები(რომლებიც ბოლო დროს სამწუხაროდ მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში) ამართლებენ არაბებს, მათნაირ ფუნდამენტალისტებს და რელიგიისთვის ფანატიკურად თავგადადებულ ხალხს :D თუმცა, აქვე აღვნიშნავ რომ ეს არ ეხება ფორუმზე ჩემს კონკრეტულ ოპონენტს რომელმაც სტიმული მომცა ამ პოსტის დაწერის :D მოკლედ გაჩერებული ვიყავით გაერთიანებულ ებრაულ სამეფოზე… ამ სამეფომ იარსება ერთი საუკუნე დაახლოებით, ცოტა მეტი ცოტა ნაკლები არ ვიცი.. და არც აქვს არსებითი მნიშვნელობა ახლა რომ მოვძებნო ინტერნეტში… ამ სამეფოს განადგურების შემდეგ შეიქმნა ორი ებრაული სამეფო - ჩრდილოეთის და სამხრეთის… ერთის ერქვა ისრაელის სამეფო, მეორეს - იუდეის სამეფო. უკანასკნელი განადგურდა იუდეის სამეფო ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში. ამ დროს ღრმადპატივცემულმა პომპეუსმა აიღო ქალაქი იერუსალიმი და ამ ტერიტორიაზე რომი გაბატონდა… :D  ამის შემდეგ მოხდა რამდენიმე დიდი აჯანყება… ერთი უკვე ჩვენი წელტაღრიცხვით პირველ საუკუნეში და რომაელებმა მალევე დაიმორჩილეს იერუსალიმი.. მეორე აჯანყება მოხდა მეორე საუკუნის დასაწყისში და ამ აჯანყებას ემხვერპლა უამრავი ეთნიკური ებრაელი, ამ პერიოდში უკვე ებრაელები საკუთარ მიწაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ფეოდალური ხანის დასაწყისამდე ამ მიწაზე რამდენიმე ებრაული ქალაქი არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ თითქმის ებრაელების გარეშე დარჩა ეს ტერიტორია. ამის შემდეგ ისრაელის მიწა დაიპყრო სხვადასხვა სარწმუნოების უამრავმა დამპყრობელმა… ძირიტადად ეს მიწა მოიხსენიებოდა პალესტინის სახელიტ, თუმცა არა ყველა წყაროში(როგორც ჩემმა ოპონენტმა აღნიშნა) :D ვინც ისტორია იცის ეს ტერიტორია ძირითადად იყო მუსულმანი დამპყრობლების ქვეშ. ჯვაროსნული ომებით იყო მცდელობა ამ მიწის გათავისუფლების… რამდენიმე ეტაპი წარმატებულიც აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ სალადინმა დაადგა მყარად წიხლი ამ მიწაზე… :D

(more…)

მოსალოდნელი კონფლიქტები კავკასიაში

Posted by A_R_E_S | Uncategorized | Monday 15 December 2008 2:36 am

აჰმ… გამარჯობა… აბა დღეს იქნება ჩემი მცდელობა პირველი პოსტის დაწერის…

როგორც ხედავთ არც თუ ურიგო თემა მაქვს არჩეული… =პ საერთოდ ხშირად შევეხები ალბათ კონფლიქტების თემას… ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება ამ ბლოგზე… ნუ ახალი ომგადატანილი ქვეყანა ვართ და ორი ცხელი წერტილი გვაქვს რუკაზე… წერტილი აღარ ქვია მაგას უკვე შეიძლება ფრონტის ხაზიც დავარქვათ… ომი დროებით შეჩერებულია… და ხაზს ვუსვამ რომ დროებით(მაგრამ ამ თემაზე ცალკე პოსტის დაწერა არ იქნებოდა ურიგო და დავწერ კიდეც ალბათ მომავალში)… და მოკლედ ამ დუღილის ფონზე ძალიან აქტიური თემაა ჩვენთვის მსოფლიოს კონფლიქტები და მათი სპეციფიკა(ნუ ჩემთვის ასეა ყოველშემთხვევაში)… საკმაოდ დიდი ხნის წინ მქონდა მცდელობა ფორუმზე წამომეწია ეს თემა მაგრამ აშკარად უაზროდ და უშედეგოდ გავისარჯე, არ ამიბა ხალხმა მხარი :D

ამჯერად კავკასიის მოსალოდნელ კონფლიქტებზე ვამახვილებთ ყურადღებას… მთავარ კონფლიქტის ზონებად პოსტსაბჭოთა სივრცეში რჩება კავკასია, შუა აზია(რომელსაც ცალკე პოსტს მივუძღვნი ალბათ) და ყირიმი… ეს საკითხი რათქმაუნდა უშუალოდ ჩვენ გვეხება, და მეტიც, პირველ რიგში საქართველოს ეხება… ჯერ კიდევ ომამდე უამრავი სტატია ქვეყნდებოდა ამ რეგიონში მოსალოდნელი კონფლიქტების შესახებ დასავლურ და რუსულ საინფორმაციო საშუალებებში… და ახლა საერთოდ კავკასიაში მოსალოდნელმა აფეთქებამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ დაჩრდილა მსოფლიოს ყველა ცხელი წერტილი… და თუ ეს აფეთქება მოხდა მერე ნახეთ თქვენ ამ ჩრდილის გაზრდა… რეგიონი სადაც ოთხი დიდი ქვეყნის ინტერესები იკვეთება… რათქმაუნდა ნაკლებადსავარაუდოა, და შეიძლება ითქვას რომ გამორიცხულია, პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტი ამ დიდ ქვეყნებს შორის მაგრამ ინტრიგა არის მაინც :D მსოფლიოს კიდევ ინტრიგა უნდა.. აბა სად ველოდოთ დიდ სამხედრო შეტაკებას… :D მოკლედ ვეცდები რაც ამ თემაზე ომამდე და ომის შემდეგ წამიკითხავს გადმოგცეთ მოკლედ :)) ძალიან ბევრი სტატია ახლაც შენახული მაქვს ჯერ კიდევ ივნისში და მაისში დაწერილი და ახდენილ გამართლებული აგვისტოში…

(more…)

მოგესალმებით ცათმფრენიდან

Posted by A_R_E_S | Uncategorized | Wednesday 10 December 2008 12:51 am

გამარჯობა

მოკლედ როგორც მიხვდიტ და ივარაუდეთ ეს იქნება მორიგი ბლოგი .GE დომენზე : D ბოლო ხანებში ქართულ ინტერნეტ საზოგადოებაში საკმაოდ პოპულალური გახდა ბლოგები.. სულ უფრო და უფრო მატულობს ქართული ბლოგების რიცხვი… ჰოოოდა გადავწყვიტე მეც.. რატომაც არა… : D

ჰოოდა ავიღე დომენი ares.ge(გასაგები მიზეზების გამო), გადმოვწერე და ავტვირთე wordpress, მოვძებნე ნეტში ჩემი ავატარის ფერებში რარაც სკინი.. ცოტა მივაკეთე მოვაკეთე მივჭერ მოვჭერი და დავსვი : D ნუ სავარაუდოდ მომავალში ჩემით გავაკეთებ რამეს და შევცვლი დიზაინს მაგრამ დასაწყისისთვის მგონი არაუშავს..

ახლა ვისი ბლოგი იქნება ეს… ეს იქნება გიგას ბლოგი… ინტერნეტ სივრცეში ბატონი A_R_E_S.. : D თუ მაინც და მაინც ჩემი პიროვნება გაინტერესებთ თსუ-ს მეოტხე კურსის სტუდენტი გახლავართ.. ოფიციალურად ეკონომისტი… არაოფიციალურად ХЗ… : D

ახლა რაც შეეხება ბლოგის შინაარსს.. ერთი რომელიმე კონკრეტული სფერო ნამდვილად არ მაქვს ამორჩეული… ბევრ რამეზე დავწერ… ალბათ იქნება აბსოლუტურად სხვადასხვა თემები რომლებიც ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ იქნება.. მაგრამ ვეცდები საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ.. ან თუნდაც გასართობი… ან თუნდაც რამე ამბავი ჩემი ცხხოვრებიდან… სათაური თუ არ დაგაინტერესებთ უფლებას გაძლევთ პოსტი არ წაიკითხოთ =პ

აი ესეც უცებ რამდენიმე წუთში თუ წამში რავიცი მოხლაფორთებულ შეთითხნილი მოსალმების პოსტი =პ

ვნახოთ რა გამოვა… დრო გვიჩვენებს… პირველ პოსტს ალბათ დავდებ რამდენიმე დღეში… მეც მაინტერესებს რა გამომივა… : D