საქართველო - ხედვა, პროგნოზები, ძალები

Posted by A_R_E_S | Uncategorized | Saturday 11 April 2009 1:37 pm

ძალიან დამიგვიანდა პოსტი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია… აფრიკის რქაზე ცოტა მოგვიანებით დაგიწერთ როცა მაგის ხასიათზე ვიქნები. ახლა კი შევეხები საქართველოს დაძაბულ სიტუაციას და შევეცდები ჩემი ხედვა შემოგთავაზოთ ამ ყველაფერზე. რასაც აქ ვიტყვი ყველაფერი არის ჩემი პირადი აზრი და არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ ეს სწორი აზრი და პროგნოზია. :)

დავიწყოთ იქედან, რომ 9 აპრილის აქციისთვის ოპოზიციამ უკან დასახევი ყველა გზა მოიჭრა და ასე ვთქვათ ყველა გემი დაწვა, რომლითაც უკან დახევას შეძლებდა. ერთადერთი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა და ერთადერთ საკითხზე დიალოგი - პრეზიდენტის გადადომა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ის მზად იყო წასულიყო რაღაც დათმობებზე, რაც პრინციპში სწორიც იყო/არის შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. დასავლეთის მხრიდან აშკარაა რომ ამ შემტხვევაში დაკვეთა არის მშვიდობაზე და დაძაბულობის მაქსიმალურად თავიდან აცილებაზე. რაც შეეხება რუსებს, აქციების პარალელურად ცხინვალში როკის გვირაბიდან დამატებითი ძალა შეიყვანეს, სრულ საბრძოლო მხზადყოფნაშია 58-ე არმია, აფხაზეთში შევიდა 6 გემი სევასტოპოლიდან. ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე წავიკითხე, რომ ამერიკული დაზვერვის ფოტოებმა კოსმოსიდან დააფიქსირეს ჩრდილოკავკასიის აეროპორტებზე სრული მზადყოფნაა და თვითმფრინავები მომზადებულია ოპერაციის ჩასატარებლად. რუსეთიდან რამდენიმე მანქანით მოდიან ახალგაზრდული მოძრაობა “НАШИ”-ს წევრები ოპოზიციის მიტინგის მხარდასაჭერად, შემოსვლას აპირებენ როკის გვირაბიდან ცხინვალის გავლიტ. რათქმაუნდა ეს რუსების პროვოკაციაა რომ ჩვენი სამართალდამცავები ამ ხალხს არ შემოუშვებს თავის კონტროლირებად ზონაში და ამ ყველაფერს სიტუაციის გართულება მოყვება ცხინვალის რეგიონის საზღვართან. აქვე უნდა შევეხო ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიციას. ნათლად დაფიქსირდა, რომ საქართველოს “გაყიდვა” არ მოხდა, ძალიან მკაცრი ტონით საუბრობს ჩვენი მეგობარი აშშ. ასე რომ რუსების და ზოგიერთი ქართველის მოლოდინი არ გამართლდა. საქართველო აშშ-ს ერთადერთი დასაყრდენია რეგიონში, კავკასიასა და შუა აზიაში, რათქმაუნდა ამ საყრდენის დაკარგვა აშშ-ს არ უნდა არც დემოკრატს და არც რესპუბლიკელს.

(more…)