აფრიკის რქა (I ნაწილი - სომალი)

Posted by A_R_E_S | Uncategorized | Monday 2 March 2009 1:04 am

ამ პოსტში პირველად შევეხები აფრიკას. დღესდღეობით აფრიკა ყველაზე უფრო კონფლიქტური კონტინენტია და ჩემი აზრით, საინტრესო იქნება იქაური მოვლენების განხილვა. ნუ იმის გათვალისწინებით, რომ წინა პოსტს “საქართველოს შეიარაღებულ ძალებს”(!) დიდი გამოხმაურება არ მოყოლია, ალბათ ამ პოსტზე საერთოდ კომენტარი არ დაიდება. მაგრამ ეგ არაფერი. ნელნელა უფრო და უფრო ვემსგავსები “სამ ტანცუემ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიობ” ტიპს. :))) ბოდიში რუსულისთვის მაგრამ კარგად ჟღერს იმ ენაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად მე მაინც იმედს დავიტოვებ რომ ვინმე წაიკითხავს ამ პოსტს და მეორე ნაწილს დიდი ინტერესით დაელოდება :)))))) აქვე დავამატებ იმას რომ რახან თემა სომალის ეხება, სომალის ერთ-ერთი რეგიონი, სომალილენდი, შედის კავშირში აფხაზეთთან, ს. ოსეთთან და დრესტნისპირეთთან ერთად. ეს არის რუსების მიერ შექმნილი თვითარიარებული ქვეყნების ორგანიზაცია თუ რაღაც მაგდაგვარი. კიდევ ქართველების და სომალის კავშირს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში გაიტაცეს რამდენიმე გემი სომალელმა მეკობრეებმა და მასზე ქართველი მეზღვაურებიც იყვნენ. :))

“აფრიკის რქა” ეს არის ნახევარკუნძული აღმოსავლეთ აფრიკაში რომელზეც მდებარეობს შემდეგი ქვეყნები: სომალი, ეთიოპია, ყენია, ჯიბუტი და ერიტრეა. ეს არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილი, აქედან კონტროლდება წითელი ზღვის და ინდოეთის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე. ამითარის განპიროვევული აშშ-ს და თავის დროზე სსრკ-ს უდიდესი ინტერესი ამ რეგიონის მიმართ. იყო დრო რომ ამ რეგიონს სრულად სსრკ აკონტროლებდა. ამას მოგვიანებით განვიხილავთ.

რუკაზე მწვანე ფერით გამოყოფილია აფრიკის რქის ნახევარკუნძული.

ამ რუკაზე შეგიძლიათ გაარჩიოთ “აფრიკის რქის” ქვეყნები.

ეს ზოგადად აფრიკის რქის ნახევარკუნძულზე. ახლა კი გადავიდეთ პირველ ნაწილზე.

(more…)