საქართველოს შეიარაღებული ძალები
წესით საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საინტერესო უნდა იყოს რა ძალას წარმოადგენს საქარტველოს შეიარარებული ძალები, რა შესაძლებლობის ტექნიკა აქვთ ქართველებს, რა ოპერაციების შესრულება შეუძლიათ და ა.შ. მე ასეთი სტატია ქართულ ენაზე არსად შემხვედრია. თუ არ ვცდები ქართულ ვიკიპედიაზეც კი არ არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სტატია. მე შევეცდები მაქსიმალურად ზუსტად აღვწერო ჩვენი ჯარის შესაძლებლობები, თუმცა რადგან მე არც თავდაცვის მინისტრი ვარ და არც ხელისუფლების წრეებთან დაახლოებული სამხედრო ექსპერტი, მაინც და მაინც მკაცრად ნუ განმსჯით თუ რამე უზუსტობა გამეპარება. :)
დავიწყოთ იქედან, რომ ქართულ ჯარში ირიცხება 38 ათასი ჯარისკაცი. საქართველოს შეიარაღებული ძალებში შედის: საქართველოს სახმელეთო ძალები, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები და საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები. დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადების შემდეგ, ანუ 1991 წლიდან დღემდე, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა შემდეგ ომებში: საქართველოს სამოქალაქო ომი 90იან წლებში, ცხინვალის რეგიონის ომი(1991-1992წ.წ), ომი აფხაზეთში (92-93 წ.წ.), მეორე ომი ცხინვალის რეგიონში(რუსეთ-საქართველოს ომი) 2008 წელს.
სამხედრო სფეროში საქართველოს პარტნიორები არიან: აშშ, პოლონეთი, უკრაინა, ისრაელი, ჩეხეთი, თურქეთი, გერმანია.
საქართველოს სახმელეთო ძალები
საქართველოს სახმელეთო ძალებში შედის: გორის ბრიგადა, სენაკის ბრიგადა, ქუთაისის ბრიგადა, ვაზიანის ბრიგადა, ხონის ბრიგადა. საქართველოს შეიარაღებაში შედის ავტომატები: AK-47(სსრკ), M4 Carbine(აშშ), G36(გერმანია), TAR-21(ისრაელი). ტყვიამფრქვევები: PK(სსრკ), NSV(სსრკ), Mk19(აშშ). სნაიპერის შაშხანები: SVD(სსრკ), M24(აშშ), Zastava M93 Black Arrow(სერბეთი), Barret M82(აშშ).


