მოსალოდნელი კონფლიქტები კავკასიაში
აჰმ… გამარჯობა… აბა დღეს იქნება ჩემი მცდელობა პირველი პოსტის დაწერის…
როგორც ხედავთ არც თუ ურიგო თემა მაქვს არჩეული… =პ საერთოდ ხშირად შევეხები ალბათ კონფლიქტების თემას… ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება ამ ბლოგზე… ნუ ახალი ომგადატანილი ქვეყანა ვართ და ორი ცხელი წერტილი გვაქვს რუკაზე… წერტილი აღარ ქვია მაგას უკვე შეიძლება ფრონტის ხაზიც დავარქვათ… ომი დროებით შეჩერებულია… და ხაზს ვუსვამ რომ დროებით(მაგრამ ამ თემაზე ცალკე პოსტის დაწერა არ იქნებოდა ურიგო და დავწერ კიდეც ალბათ მომავალში)… და მოკლედ ამ დუღილის ფონზე ძალიან აქტიური თემაა ჩვენთვის მსოფლიოს კონფლიქტები და მათი სპეციფიკა(ნუ ჩემთვის ასეა ყოველშემთხვევაში)… საკმაოდ დიდი ხნის წინ მქონდა მცდელობა ფორუმზე წამომეწია ეს თემა მაგრამ აშკარად უაზროდ და უშედეგოდ გავისარჯე, არ ამიბა ხალხმა მხარი :D
ამჯერად კავკასიის მოსალოდნელ კონფლიქტებზე ვამახვილებთ ყურადღებას… მთავარ კონფლიქტის ზონებად პოსტსაბჭოთა სივრცეში რჩება კავკასია, შუა აზია(რომელსაც ცალკე პოსტს მივუძღვნი ალბათ) და ყირიმი… ეს საკითხი რათქმაუნდა უშუალოდ ჩვენ გვეხება, და მეტიც, პირველ რიგში საქართველოს ეხება… ჯერ კიდევ ომამდე უამრავი სტატია ქვეყნდებოდა ამ რეგიონში მოსალოდნელი კონფლიქტების შესახებ დასავლურ და რუსულ საინფორმაციო საშუალებებში… და ახლა საერთოდ კავკასიაში მოსალოდნელმა აფეთქებამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ დაჩრდილა მსოფლიოს ყველა ცხელი წერტილი… და თუ ეს აფეთქება მოხდა მერე ნახეთ თქვენ ამ ჩრდილის გაზრდა… რეგიონი სადაც ოთხი დიდი ქვეყნის ინტერესები იკვეთება… რათქმაუნდა ნაკლებადსავარაუდოა, და შეიძლება ითქვას რომ გამორიცხულია, პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტი ამ დიდ ქვეყნებს შორის მაგრამ ინტრიგა არის მაინც :D მსოფლიოს კიდევ ინტრიგა უნდა.. აბა სად ველოდოთ დიდ სამხედრო შეტაკებას… :D მოკლედ ვეცდები რაც ამ თემაზე ომამდე და ომის შემდეგ წამიკითხავს გადმოგცეთ მოკლედ :)) ძალიან ბევრი სტატია ახლაც შენახული მაქვს ჯერ კიდევ ივნისში და მაისში დაწერილი და ახდენილ გამართლებული აგვისტოში…

