ARES.GE
ადამიანის უფლებები
ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ბროშურას გადავაწყდი, სახელად “შენიშვნები ადამიანის უფლებათა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის შესახებ”. 1998 წელს არის გამოშვებული თბილისში..დაახლოებით 100 გვერდამდე წიგნში მოცემულია რამდენიმე პოლონელი ავტორის სტატია. ალბათ იცით, რომ პოლონეთმა ის გზა, რის გავლასაც ახლა ჩვენ ვცდილობთ, უკვე გაიარა. ნუ ჯერ ბოლომდე არ გაუვლია, მაგრამ პოსტსოციალისტური და პოსტტოტალიტალური პერიოდი წარმატებით გადალახა, გახდა ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამიტომ ძალიან დამაინტერესა რამდენიმე პოლონელი ინტელექტუალის შეხედულებამ ამ საკითხზე. რათქმაუნდა ახლა მე არ დავიწყებ მთლიანი წიგნის გადმოკოპირებას, უბრალოდ მოგაწვდით ორი პოლონელი ავტორის ორი სხვადასხვა სტატიიდან ფრაგმენტებს, რომელიც მე პირადად ძალიან მომეწონა. ძალიან კარგად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული ყველაფერი. მოკლედ ეს ავტორები არიან, მარეკ ნოვიცკი და ვიქტორ ოსიატინსკი.
სამართლებრივი სახემწიფოს ცნება ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ-ერთი საკვანძო ცნებაა. სამართლებრივია ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანსა და ხელისუფლებას შორის არსებობს მკაფიო, სტაბილური და ყველასათვის ცნობილი თამაშის წესები. ეს ის სახელმწიფოა, რომელშიც ადამიანს შეუძლია საკმაოდ ზუსტად გამოიცნოს ხელისუფლების რეაქცია მის ქმედებაზე, ვინაიდან ამ სახელმწიფოს მართავენ არა თვითნება ჩინოვნიკები და თანამდებობის პირები, არამედ მკაფიო კანონი.
ბუნებრივია, რომ სამართლებრივი სახელმწიფო სულაც არ არის ყოველთვის დემოკრატიული, ხოლო დემოკრატიული - სამართლებრივი.
ადამიანის უფლებანი და ტავისუფლებანი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროს მიეკუთვნება.
ადამიანის უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური. ამ უფლებათა სუბიექტი ადამიანია. ამიტომაც არ შეიძება საუბარი უმცირესობის უფლებათა შესახებ ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში - ეს პოლიტიკის ენაა და მისი საგანი. ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში გულისხმობენ იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნებიან, ინვალიდთა უფლებებს, არა როგორც ჯგუფისა, არამედ თითოეული ინვალიდისა ცალ-ცალკე.
ადამიანის უფლებებში ორ ძირიტად ჯგუფს გამოყოფენ, მატერიალურ და საპროცესო უფლებებს.
მატერიალური უფლებანი მოიცავენ ადამიანის კუთვნილ კონკრეტულ უფლებებსა და თავისუფლებებს: სიტყვის, სინდისის, საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლებებს, განათლების მიღების უფლებას და სხვა.
საპროცესო უფლებანი კი ადამიანისათვის მიკუთვნებული მოქმედების მეთოდები და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია, რომლის დახმარებიტაც ადამიანი აიძულებს ხელისუფლებას დაიცვას მისი უფლებები.
ეს დაყოფა ყოველთვის მკაფიო არაა. მაგალიტად ზოგ შემტხვევაში სასამართლოში საქმის გარჩევის უფლება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მატერიალური(როდესაც მივმართავთ სასამართლოს, როგორც არბიტრს, რომელმაც უნდა გადაჭრას ჩვენი დავა მეორე ადამიანთან), სხვა შემთხვევაში კი(მაგ, როდესაც სასამართლოში შეგვაქვს საჩივარი ჩვენი უფლების დამრღვევი ორგანიზაციის წინააღმდეგ) - როგორც საპროცესო.
მატერიალური უფლებანი მოიცავენ უფლებებსა და თავისუფლებებს. უფლებანი, რომელთაც ზოგჯერ პოზიტიურ უფლებებსაც უწოდებენ გულისხმობს ხელისუფლების აქტიურ მოვალეობებს თითოეული ჩვენგანის მიმართ. მაგალითად, განათლების მირების უფლება ხელისუფლებას იმ სკოლების შექმნის ვალდებულებას აკისრებს, რომლებშიც ყველა პავშვს შეეძლება სწავლა. ამ შემთხვევაში, არ არის მტავარი თუ როგორ ხდება განათლების საფასურის გადახდა, სკოლის პირდაპირი დაფინანსებით, თუ ბიუჯეტიდან, რომელიც შუამავლის როლში გამოდის. თუ ბავშვი ვერ იღებს განათლებას იმის გამო, რომ არ ფუნქციონირებს ნორმალურად სისტემა, აქ უკვე განათლების უფლება ირღვევა. ზუსტად ასევე, გასამართლების უფლება ხელისუფლებას აკისრებს სასამართლო დაწესებულებების ქსელის შექმნის მოვალეობას, რომელსაც შეუძია მიმართოს თითოეულმა ადამიანმა მისთვის მნიშნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.
თავისუფლებანი, რომელტაც ზოგჯერ ნეგატიურ უფლებებსაც უწოდებენ, უკრძალავს ხელისუფლებას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სცფეროებში ჩარევას. სიტყვის ან სინდისის თავისუფლება უკრძალავს ხელისუფლებას ჩაერიოს ადამიანისათვის ასეთ სასიცოცხლო საკიტხებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ თუკი მე მაქვს რაიმეს უფლება ხელისუფლება ვალდებულია რაღაც გამიკეთოს, ხოლო თუ მე მეკუთვნის რომელიმე თავისუფლება სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს რაიმე ქმედებისაგან.
პოზიტიური და ნეგატიური უფლებების დაყოფა ენობრივად ყოველთვის ზუსტად ვერ გადმოიცემა. სიცოცხლის უფლება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თითქოს უნდა ნიშნავდეს სახელმწიფოს მოვალეობას უკვდავება მაჩუქოს, მაშინ როდესაც აქ, უფრო მეტად, სწორედ სიცოცხლის უფლება იგულისხმება. აღმსარებლობის, ან რელიგიისა თუ რწმენის შეცვლის უფლება უკრძალავს ხელისუფლებას აღმსარებლობისა და რწმენის საკითხებში ჩარევას, რაც რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ნიშნავს.
ზოგიერთი უფლება განუყოფლად ითვლება, ეს ის უფლებანია რომლებზედაც ადამიანი უარს ვერ იტყვის. ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელშიც ადამიანი უარს ამბობს პირად თავისუფლებაზე და ვიღაცის მონა ხდება, არანაირი იურიდიული შედეგები არ მოსდევს და ამდენად, მოკლებულია ყოველგვარ მნიშვნელობას. ამასთანავე, განვკარგავთ რა ჩვენსავე საკუთრებას შეგვიძლია შევიზღუდოთ საკუთრების უფლება, რადგან საკუთრების უფლება არ არის ადამიანის განუყოფელი უფლება.
ვინაიდან ყველაფერი, რაც უფლებებთან და თავისუფლებებტან არის დაკავშირებული, ადამიანისა და ხელისუფლების ურთიერთობის დონეზე ხდება, უნდა აღინიშნოს ამ ურთიერთობებთან დაკავშირებული სამი სრულიად განსხვავებული მიდგომა.
პირველი მიდგომის მიხედვით, ხელისუფლება პირველადია, ამიტომაც სწორედ ხელისუფლება ასაჩუქრებს ადამიანებს ამა თუ იმ უფლებებით, თავისი კეთილი ბუნებიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს რომ ადამიანებს ზუსტად იმდენი უფლებანი აქვთ რამდენიც ხელისუფლებამ კეთილ-ინება მათთვის მიეცა.
მეორე მიდგომა საზოგადოებრივი ხელშეკრულების მოდელზეა დაფუძნებული. საზოგადოებრივი ხელშეკრულება უდება ხელისუფლებასა და ხალხს, როგორც ცალკეულ ადამიანთა ერთობლიობას შორის. ისინი ვისაც მართავენ თანახმანი არიან მმართველებს ფული გადაუხადონ, მაგალითად გადასახადების სახით, მმართველები კი, ტავიანთი მხრიდან ვალდებულებას იღებენ რაღაც გაუკეთონ მართულებს. მაგალითად, მოახდინონ მათი უფლებების რეალიზაცია და თავი შეიკავონ ადამიანთა ცხოვრების ზოგიერტ სფეროში ჩარევისგან, ანუ, აღიარონ მათი უფლებანი.
მესამე მიდგომა ამერიკული აზროვნებისთვისაა დამახასიათებელი. ადამიანები, ფლობენ რა ნატურალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, თვით ადამიანურობის ბუნებიდან გამომდინარე, აარსებენ სახელმწიფოს და ნიშნავენ ხელისუფლებას უფრო მოხერხებულად და უკეთ ცხოვრების მიზნით. იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შეძლოს მოქმედება, ისინი ნებაყოფლობით თანხმდებიან თავიანთი ზოგიერთი უფლების შეზღუდვას და მათი სახელმწიფოასათვის გადაცემას. მაგალითად, ადამიანები თანხმდებიან საკუთრების უფლების შეზღუდვაზე და იხდიან გადასახადებს, ან, იზღუდავენ პირად თავისუფლებას და საჭიროების მიხედვით, მსახურობენ არმიაში.
წარმოდგენილი მოდელებიდან ბოლო საფუძვლიანად განსხვავდება პირველისაგან. პირველი მიდგომისას ადამიანებს ზუსტად იმდენი უფლება აქვთ რამდენსაც მათ სახელმწიფო აძლევთ, მესამე მიდგომისას კი ხელისუფლებას აქვს იმდენი უფლება, რამდენიც მათ ხალხმა გადასცა. სწორედ მესამე მიდგომა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ძირითად კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებას იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მას კანონი ანიჭებს, ხოლო ადამიანს აქვს ყველა ის უფლება, რომელსაც არ უკრძალავს კანონი.
ადამიანის უფლებათა კონცეფციისათვის ძირითადია ადამიანური ღირსების ცნება. ადამიანური ღირსება თავად კაცობრიობის ბუნებიდან გამომდინარეობს, ეს ერთნაირად აქვს, როგორც ახალშობილს, ამქვეყნად ჯერ რომ არაფერი გაუკეთებია, ისე თავზეხელაღებულ ბოროტმოქმედს. ადამიანური ღირსება არ არის იგივე რაც პიროვნული ღირსება - ცნება, რომელიც უფრო ახლოს პატივისა და კეთილშობილების ცნებასთან დგას. პირად ღირსებას ჩვენითვე მოვიპოვებთ, ის მაღლდება თუ კეთილშობილურად ვიქცევით და დაეცემა თუ სულმდაბლობას ჩავიდენთ. ადამიანის უფლებათა კონცეფციისათვის ფუძემდებლური სწორებ პირველი ცნებაა, ანუ ადამიანური ღირსების ცნება.
ჩვენი უფლებანი და თავისუფლებანი ის ფარია, რომელიც გვიცავს ჩვენ და ჩვენს ადამიანურ ღირსებას სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფისგან. ადამიანის უფლებანი ვერ იძლევა ცხოვრებისეული ბედნიერების, სამართლიანობის, თვით მინიმალური კეთილდღეობის გარანტიებსაც კი, არც იმის გარანტიაა, რომ ჩვენ ვეყვარებით და გაგვანებივრებენ - ისინი მხოლოდ გვიცავენ ჩვენი ღირსების დამცირებისა და ხელყოფისაგან და, თანაც მხოლოდ ერთი, მაგრამ ყველაზე ძლიერი დამრღვევის - სახელმწიფო ხელისუფლების - ანუ დემოკრატიის ენაზე უმრავლესობის ნებისაგან.
ადამიანის უფლებათა წყალობით ადამიანი ინარჩუნებს თავის პიროვნებას, თავის განუმეორებლობას, ვინაიდან, არც ჩვენამდე და არც ჩვენს შენდგომ არავინ იქნება ჩვენი მსგავსი,  ჩვენი პირადი გამოცდილებით, მოგონებებით, გრძნობებიტა თუ აზრებით.
ადამიანური ღირსებიდან ორი ძირითადი ცნება გამომდინარეობს: თანასწორობა და თავისუფლება. თავისუფლება ჯერ კიდევ სხვადასხვანაირად ესმით ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. ეს განისაზღვრება ამ კონტინენტების სხვადასხვა ისტორიით და ხალხის მდგომარეობით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, როდესაც ხდებოდა ადამიანის უფლებათა თანამედროვე კონცეფციის ფორმირება.
თანასწორობის ცნებას პოლიტიკოსთა ენაზე შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ქონდეს. როდესაც თანასწორობაზე კომუნისტური იდეოლოგიის ადამიანი საუბრობს, ის თითოეული ადამიანის კუთვნილ ფულად და არაფულად საშუალებებს და ცხოვრების პირობებს გულისხმობს. ანუ ის ფიქრობს, რომ ყველას ყველაფერი თანაბრად ეკუთვნის.
სოციალისტისათვის თანასწორობა შესაძლებლობის თანასწორობას ნიშნავს. ცხოვრების დასაწყისში ყველას თანაბარი შესაძლებლობა უნდა ქონდეს, მაშინ როდესაც სხვები ვერ გაიკეთებენ კარიერას, მაგრამ თავიდან შანსები თანაბარი უნდა იყოს. ასეთი აზროვნება იჩენს თავს ადამიანის უფლებათა კონცეფციაში ეროვნული და საზოგადოებრივი უმცირესობებისსაკითხების განხილვისას.
კონსერვატორები ტრადიციულად საზოგადოებას განიხილავენ, როგორც ბუნებრივად იერარქიულს და ამიტომაც თანასწორობას უკუაგდებენ, როგორც აბსტრაქტულსა და მიუღწეველ მიზანს.
ლიბერალს თანასწორობა უფლებებისა და კანონის წინაშე თანასწორობად ესმის. თანასწორობის ცნება თავისი მნიშვნელობით ძალიან ახლოს დგას დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია კი, ნებისმიერი, რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაა. მაგალითად, ბრმებისთვის ავტომობილის მართვის უფლების აკრძალვა არ ჩაითვლება დისკრიმინაციად, რადგან ასეთ აკრძალვას რაციონალური დასაბუთება აქვს, მაგრამ დისკრიმინაციული იქნება მართვის უფლების ქერათმიანებისთვის ან ბოშებისთვის აკრძალვა.
დისკუსია ტავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ ამოსავალი წერტილია მატერიალურ უფლებათა ჩამონათვალისა და იმ ინსტიტუტებისა და პროცედურების შესაქმნელად, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მთელი ამ ჩამონათვალის დაცვის გარანტიას იძლევა.
მატერიალურ უფლებათა უმრავლესობას შეზღუდული ხასიათი აქვს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში შეუზღუდავია მხოლოდ ადამიანის წამებისაგან და მონობისაგან თავისუფლება. ყველა სხვა უფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს, ან სხვა ღირებულებებს, მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოებას.
ადამიანის უფლებანი ფუნდამენტური ხასიათის მორალური უფლებანია, რომელიც ეკუთვნის თითოეულ პიროვნებას სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.
ადამიანის უფლებათა კონცეფცია სამ დებულებას ეყრდნობა:
თითოეული ხელისუფლება შეზღუდულია;
თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი      ავტონომიური სამყარო, რომელში ჩარევის უფლება არანაირ ხელისუფლებას არ აქვს;
თითოეულ ადამიანს შეუძლია პრეტენზიები      წარუდგინოს ხელისუფლებას საკუტარ უფლებათა დასაცავად.
ადამიანის უფლებანი მორალურ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება. ამასთან, ის მთელი რიგი ნიშნებით განსხვავდება სხვა მორალურ უფლებათაგან. ინდივიდუმს შეიძლება ეკუთვნოდეს მორალური უფლებანი მისი მიღწევის ან სოციალური სტატუსის გამო. ადამიანის უფლებანი კი უნივერსალურია; ის ეკუთვნის ყველა ადამიანს ნებისმიერ ვითარებაში და სოციალური სტატუსის მიუხედავად.
სხვა მორალურ ან იურიდიულ უფლებათაგან განსხვავებით ადამიანის უფლებანი სახელმწიფოს წარედგინება. ადამიანი და სახელმწიფო არათანაბარ მდგომარეობაში არიან. სახელმწიფოს შეუძლია თავს მოახვიოს ადამიანებს საკუთარი ნება და გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოიყენოს ძალა. ადამიანის უფლებებია სწორედ ის ფარი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას მათ სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში.
ადამიანის უფლებანი ადამიანის ღირსების დაცვას სრულიად განსხვავებული მეთოდებით ემსახურება და იყოფა კატეგორიებად. პირადი თავისუფლები ინდივიდუუმის ავტონომიურობას იცავს და უკრძალავს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა სფეროში შეჭრას. პოლიტიკური უფლებანი ადამიანებს ანიჭებს საზოგადოებრივი საქმეების კურსში ყოფნის უფლებას და შეკრებების, ასოციაციების, ხმის მიცემისა და არჩევის უფლების გზით საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლებას.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები თავდაპირველად არადემოკრატიული ხელისუფლების ტირანიისგან დაცვისინსტრუმენტს წარმოადგენდა, ის ერთნაირად აუცილებელია როგორც დემოკრატიის პირობებში, ისე ავტოკრატიის დროს.
საქართველო - ხედვა, პროგნოზები, ძალები
ძალიან დამიგვიანდა პოსტი, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია… აფრიკის რქაზე ცოტა მოგვიანებით დაგიწერთ როცა მაგის ხასიათზე ვიქნები. ახლა კი შევეხები საქართველოს დაძაბულ სიტუაციას და შევეცდები ჩემი ხედვა შემოგთავაზოთ ამ ყველაფერზე. რასაც აქ ვიტყვი ყველაფერი არის ჩემი პირადი აზრი და არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ ეს სწორი აზრი და პროგნოზია. :)
დავიწყოთ იქედან, რომ 9 აპრილის აქციისთვის ოპოზიციამ უკან დასახევი ყველა გზა მოიჭრა და ასე ვთქვათ ყველა გემი დაწვა, რომლითაც უკან დახევას შეძლებდა. ერთადერთი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა და ერთადერთ საკითხზე დიალოგი - პრეზიდენტის გადადომა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ის მზად იყო წასულიყო რაღაც დათმობებზე, რაც პრინციპში სწორიც იყო/არის შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. დასავლეთის მხრიდან აშკარაა რომ ამ შემტხვევაში დაკვეთა არის მშვიდობაზე და დაძაბულობის მაქსიმალურად თავიდან აცილებაზე. რაც შეეხება რუსებს, აქციების პარალელურად ცხინვალში როკის გვირაბიდან დამატებითი ძალა შეიყვანეს, სრულ საბრძოლო მხზადყოფნაშია 58-ე არმია, აფხაზეთში შევიდა 6 გემი სევასტოპოლიდან. ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე წავიკითხე, რომ ამერიკული დაზვერვის ფოტოებმა კოსმოსიდან დააფიქსირეს ჩრდილოკავკასიის აეროპორტებზე სრული მზადყოფნაა და თვითმფრინავები მომზადებულია ოპერაციის ჩასატარებლად. რუსეთიდან რამდენიმე მანქანით მოდიან ახალგაზრდული მოძრაობა “НАШИ”-ს წევრები ოპოზიციის მიტინგის მხარდასაჭერად, შემოსვლას აპირებენ როკის გვირაბიდან ცხინვალის გავლიტ. რათქმაუნდა ეს რუსების პროვოკაციაა რომ ჩვენი სამართალდამცავები ამ ხალხს არ შემოუშვებს თავის კონტროლირებად ზონაში და ამ ყველაფერს სიტუაციის გართულება მოყვება ცხინვალის რეგიონის საზღვართან. აქვე უნდა შევეხო ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოზიციას. ნათლად დაფიქსირდა, რომ საქართველოს “გაყიდვა” არ მოხდა, ძალიან მკაცრი ტონით საუბრობს ჩვენი მეგობარი აშშ. ასე რომ რუსების და ზოგიერთი ქართველის მოლოდინი არ გამართლდა. საქართველო აშშ-ს ერთადერთი დასაყრდენია რეგიონში, კავკასიასა და შუა აზიაში, რათქმაუნდა ამ საყრდენის დაკარგვა აშშ-ს არ უნდა არც დემოკრატს და არც რესპუბლიკელს.
აი, დადგა ნანატრი 9 აპრილი… ხალხი მივიდა, მაგრამ არა იმდენი, ოპოზიცია რომ ელოდა. საპროტესტო მუხტი ძალიან დაბალი იყო. მაქსიმუმ 60 ათასი ადამიანი დადგა აქციაზე, ოპოზიცია(ბესელია) ჯიუტად ამბობს, რომ ნახევარი მილიონი ადამიანი იყო საპროტესტო აქციაზე. ფაქტია რომ ხალხს ოპოზიციის სიჭრელე არ ახარებს. ერთ-ერთ მთავარ ფიგურას(მესამე გამომსვლელს) ნინო ბურჯანაძეს საშინელი სტვენა დაატეხეს. ჯონდისაც არ დააკლეს მოგვიანებით. ყველაზე დიდი ტაში გუბაზ სანიკიძემ და შალვა ნათელაშვილმა დაიმსახურეს. შალვას სიტვები: “არს СНГ, არც NATO - დაგვანებოს თავი ყველამ!”, ამ სიტყვების მერე ყველაზე დიდი ტაში იყო. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია. მოკლედ რა გზები რჩება ოპოზიციას? ყველაზე რეალური იყო, რომ ექნებოდათ გეგმა B, რომელიც აღმოაჩნდათ როგორც გაირკვა, დაიწყო “დაუმორჩილებლობა”. დაუმორჩილებლობა გამოიხატება ქუჩების პიკეტირებაში. არ ვიცი ოპოზიციას რამდენი ქუჩის გადაკეტისთვის ეყოფა ხალხი, მაგრამ რუსთაველზე დგომას მათთვის ნამდვილად ასე ჯობდა. ოპოზიციამ ფაქტობრივად თვითლიკვიდაცია გამოაცხადა იმდენად “ვირზე შეჯდა”, სალომე ამაყობს რომ ჯიუტია :) ოპოზიციის უკან დახევა უკვე უამრავი პარტიის პოლიტიკურ სასაფლაოზე მოსროლას ნიშნავს, ამიტომ ყველანაირად ეცდებიან რომ საპროტესტო მუხტი აწიონ. ხელისუფლება ჯერჯერობით ძალიან კარგად მოქმედებს, იმდენი ძალა ნამდვილად აქვთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან შენობებში შეჭრა აღკვეთონ და ისე მშვიდად უყურონ ამ პროცესს. ასეც იქცევიან და მაქსიმალურად თავს არიდებენ გამწვავებას. მიტინგამდე და მიტინგის პირველ დღეებში ხელისუფლება აშკარად უფრო ჭკვიანურად მოიქცა და უკეთეს სიტუაციაშიც აღმოჩნდა. მიტინგამდე გაცილებით ბევრ რამეს დათმობდა ხელისუფლება ვიდრე ახლა. ოპოზიციას რჩება ერთი შანსი პროტესტის გასაძლიერებლად - პროვოკაცია. სხვათაშორის უკვე იყო მცდელობა პროვოკაციის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, როდესაც მიაწვნენ კარებთან მდგომ პატრულს და არაფერი რომ არ გამოუვიდათ, 3 კაცი შევიდა მოლაპარაკებისთვის. მოითხოვეს აქციის გაშუქება, რაც ისედაც ხდებოდა. ანუ სუფთა პროვოკაცია იყო - თუ გამოუვიდოდათ ხო კარგი, და რომ არ გამოუვიდათ მოითხოვეს ის, რაც ისედაც ხდებოდა. გამუდმებით ხდება იმის მტკიცება, რომ სააკაშვვილი პუტინის კაცია, რაც ძალიან მაგონებს გამსახურდია-შევარდნაძის ბინძური ალიანსის სიტუაციას. მიშა რათქმაუნდა პრო-დასავლური ლიდერია და მასზე უკეთესი დასავლეთის მედროშე საქართველოში არც მოიძებნება.
თუ საპროტესტო ტალღამ პროვოკაციის გარეშე ჩაიარა, ხალხი ნელნელა შემოეცლება მიტინგს, როგორც ნოემბრის აქციების დროს მოხდა. აქვე აღვნიშნავ რომ ნოემბერში გაცილებით მეტი ხალხი იყო. საბოლოოდ ისე დაცოტავდება ხალხი რომ ქუჩების გადაკეტვას აზრი აღარ ექნება. სააკაშვილის აპრილში დამთავრების არამგონია ვინმეს სჯეროდეს იქ მდგომი ოპოზიციის ლიდერებიდან, ან თუ სჯერა ნამდვილად რეალობას მოცილებულია. მოკლედ ასეთი უმოქმედობა ხელისუფლებას აწყობს რათქმაუნდა, და მიტინგის შედეგს სულ უფრო არარეალურს გახდის. რუსეთი ასეთ შეთხვევაში თავს შეიკავებს მოქმედებისგან და სავარაუდოდ ზაფხულისთვის ისევ გააძლიერებს პროვოკაციებს ე.წ. აფხაზეთის და ს. ოსეთის საზღვართან. ანუ თუ ამ ყვეალფერმა მშვიდობით ჩაიარა და სააკაშილი დარჩა ხელისუფლებაში მომდევნო შემოტევა რუსების ივნის-ივლისში იქნება. შემოტევას რა ფორმები ექნება ამას ვნახავთ ყველა ერთად. რაც შეეხება ოპოზიციას, ასეთი სცენარის შემდეგ ოპოზიცია საერთოდ განადგურდება და ხალხი ახალი ოპოზიციური ძალების ძებნას დაიწყებს.
მეორე ვარიანტია თუ ოპოზიცია დიალოგზე წავიდა. ასეთ შემტხვევაში ოპოზიციამ მაქსიმუმი რაც შეიძლება მიიღოს, არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილება. ეს ოპოზიციას რათქმაუნდა გახლეჩს და ხალხსაც ოდნავ ნდობა შეუმცირდება ოპოზიციისადმი. ეს ალბათ ოპოზიციისთვის საუკეთესო ვარიანტია. გამოსტყუოს მთავრობას ის, რაზეც მთავრობა ჯერ კიდევ თანახმაა. შეიძლება ისე განვითარდეს მოვლენები, რომ მთავრობის მხრიდან ის შეთავაზებაც აღარ იყოს, რაც აქციების დაწყებამდე იყო. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დგება ქართველების წინაშე - ვისი კაცია ოპოზიციის ყველაზე იმედისმომცემი ლიდერი ირაკლი ალასანია. ეს მალე გაირკვევა მე პირადად მის კუდებს ჩრდილოეთში ვხედავ. ანუ რა ტიპის მოთხოვნები იქნება თუ ეს დიალოგი გაიმართა ძნელი სათქმელია. ფაქტია რომ თვითონ ოპოზიციაში სერიოზული დაპირისპირებაა, ბურჯანაძე-გაჩეჩილაძე ერთი ბანაკია, ბურჯანაძის აქტიური მოწინააღმდეგეა ქალბატონი ეკა ბესელია, ამის გამო გაჩეჩილაძეს ცუდი ურთიერთობა აქვს ოქრუაშვილთან. ძიძიგური-კუკავა-დავითაშვილი ცალკე “კუტოკია”. მაისაშვილი-გამსახურდია-მაღრაძე-ასათიანი საერთოდ სხვა თამაშს თამაშობდნენ და ყველაზე მეტად მათი იმედი მქონდა რომელიც გუშინ მაისაშვილის გამოსვლით მომიკვდა როცა გამზრდელი აგინა პრეზიდენტს, ნუ ეს უკვე გრეჩიხას დონეზე დასვლაა. :) ყველაზე რადიკალური ოპოზიციაში როგორც ირკვევა არის გოგა ხაინდრავა და მის მომხრეებს “ხაინდრავას ბიჭებსაც” კი ეძახიან. სავარაუდოდ ხაინდრავას ბიჭებში ჯაბა ჯიშკარიანი და ძმანი მისნი იგულისხმება.  ეს იფორმაცია სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემიდან მოვიყვანე, ჩემი მოგონილი არ არის. :) მოკლედ დიალოგის ძალიან პატარა შანსი არსებობს, მაგრამ ნელნელა ეს შანსი გაიზრდება რადგან ოპოზიცია მარტო გზის გადაკეტვით პრეზიდენტის გადადგომას ვერ მიაღწევს.
კიდევ ერთი ვარიანტი არის პროვოკაცია. თუ ოპოზიცია ისეთ პროვოკაციაზე წავიდა, რაზეც პოლიცია თავს ვერ შეიკავებს ამ შემთხვევაში რამდენიმე ვარიანტი არსებობს მოვლენების განვითარების. თავიდან პოლიცია დაშლის აქციას. რუსულ გამოცემებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმსი თაობაზე, რომ რუსებს აფხაზების და ოსების რაზმები ყავთ შექმნილი, რომლებმაც არეულობა უნდა გამოიწვიონ საქართველოს დედაქალაქში. სავსებით შესაძლებელია დაშლის დროს ამ ავაზაკებისგან მოხდეს გასროლა, რასაც ჩვენი სპეცრაზმის ჩართვა მოჰყვება. ჩვენები ალბათ რამდენიმე წუთში მთლიანად ამოხოცავენ იმ ფორმირებებს და რუსეთს მიეცემა მიზეზი ქართველი ხალხის დასაცავად და გასათავისუფლებლად სამხედრო ძალა გამოიყენოს. თავიდან ალბათ იმ ტერიტორიებს დაიკავებენ, რაც აგვისტოს ომის ბოლო პერიოდში ეკავათ. ქავეყანაში გამოცხადდება საომარი მდგომარეობა და ჯარი ალბათ მსხვილი ქალაქების დაცვაზე იზრუნებს. არ ვიცი ამ შემტხვევაში რას იზამს დასავლეთი. სავარაუდოდ ამერიკა ყველაზე მეტად იაქტიურებს რომ ეს ოპერაცია შეწყდეს, მაგრამ თუ რუსებმა ამ მომენტში უკან დაიხიეს მათ სავარაუდოდ მთელი საქართველოს დატოვება მოუხდებათ, ამიტომ რუსები შეეცდებიან ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე. სავარაუდოდ ჩვენი ჯარი იბრძოლებს და ხელისუფლება არ გაიქცევა. რუსებმა თუ თბილის აიღეს ალბათ საქართველო დიდი ხნით არსებობას შეწყვეტს და მისგან დარცევა ქუთაისი-რუსთავის მონაკვეთი. თურქეთი გამოაცხადებს რომ მოხდა საქართველოს დესუვერენიზაცია და დაიკავებს აჭარას. სომხებს ისედაც ერთი სული აქვთ როდის წაიღებენ ჯავახეთს. ოსებს ალბათ ბაკურიანამდე ყველაფერს მისცემენ(გახსოვთ ალბათ კოკოითის სიტყვები ომის წინ, რომ ბაკურიანი და ბორჯომი ძირძველი ოსური მიწებია). აფხაზები ქართულ სანაპირო ზოლს მთლიანად დაიკავებენ. აზერბაიჯანელები ალბათ ბოლოს ჩაერთვებიან ამ საქმეში და საბოლოოდ ისინიც წაიღებენ აზერბაიჯანელებით დასახლებულ ნაწილს. ეს ყველაზე ცუდი გეგმა იყო რაც შეიძლება მოხდეს. ასე რომ ყურებს ნუ ჩამოყრით მაინც და მაინც. :) თუ რუსებმა თბილისი ვერ აიღეს მათ სავარაუდოდ მთელი საქართველოს დატოვება მოუწევთ აფხაზეთის და ცხინვალის ჩათვლით რათქმაუნდა.
ცინიზმის მიუხედავად აქტიურად დგას 21 წლის განმეორების საკითხი. ფაქტია, რომ ძლიერი საქართველო რუსეთს არ აწყობს, არც პრო-რუსული ძლიერი საქართველო არ აწყობს. ეს შევარდნაძის პრეზიდენტობის პირველ წლებში კარგად დადასტურდა. სამწუხაროდ გადამწყვეტ ეტაპზე ისევ ვირევით და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ საქმის ბოლომდე მიყვანას. ზუსტად 20 წელია ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით, სამი რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავებული ხელისუფლება გამოვიცვალეთ, მაინც არ წყნარდება საქართველო. ყველა უნდა გადავაგდოთ, ქართველი თავის თავს ვერ მართავს, იმიტომ რომ ყველას გონია “მე უფრო კარგად ვმართავ საქართველოს”. ამ გაუთავებელმა კინკლაობამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოგვიტანოს.
საქართველოს გამარჯვებას გისურვებთ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს :)
აფრიკის რქა (I ნაწილი - სომალი)
ამ პოსტში პირველად შევეხები აფრიკას. დღესდღეობით აფრიკა ყველაზე უფრო კონფლიქტური კონტინენტია და ჩემი აზრით, საინტრესო იქნება იქაური მოვლენების განხილვა. ნუ იმის გათვალისწინებით, რომ წინა პოსტს “საქართველოს შეიარაღებულ ძალებს”(!) დიდი გამოხმაურება არ მოყოლია, ალბათ ამ პოსტზე საერთოდ კომენტარი არ დაიდება. მაგრამ ეგ არაფერი. ნელნელა უფრო და უფრო ვემსგავსები “სამ ტანცუემ, სამ პაიომ, სამ ბილეტი პრადაიობ” ტიპს. :))) ბოდიში რუსულისთვის მაგრამ კარგად ჟღერს იმ ენაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად მე მაინც იმედს დავიტოვებ რომ ვინმე წაიკითხავს ამ პოსტს და მეორე ნაწილს დიდი ინტერესით დაელოდება :)))))) აქვე დავამატებ იმას რომ რახან თემა სომალის ეხება, სომალის ერთ-ერთი რეგიონი, სომალილენდი, შედის კავშირში აფხაზეთთან, ს. ოსეთთან და დრესტნისპირეთთან ერთად. ეს არის რუსების მიერ შექმნილი თვითარიარებული ქვეყნების ორგანიზაცია თუ რაღაც მაგდაგვარი. კიდევ ქართველების და სომალის კავშირს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში გაიტაცეს რამდენიმე გემი სომალელმა მეკობრეებმა და მასზე ქართველი მეზღვაურებიც იყვნენ. :))
“აფრიკის რქა” ეს არის ნახევარკუნძული აღმოსავლეთ აფრიკაში რომელზეც მდებარეობს შემდეგი ქვეყნები: სომალი, ეთიოპია, ყენია, ჯიბუტი და ერიტრეა. ეს არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილი, აქედან კონტროლდება წითელი ზღვის და ინდოეთის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე. ამითარის განპიროვევული აშშ-ს და თავის დროზე სსრკ-ს უდიდესი ინტერესი ამ რეგიონის მიმართ. იყო დრო რომ ამ რეგიონს სრულად სსრკ აკონტროლებდა. ამას მოგვიანებით განვიხილავთ.
რუკაზე მწვანე ფერით გამოყოფილია აფრიკის რქის ნახევარკუნძული.
ამ რუკაზე შეგიძლიათ გაარჩიოთ “აფრიკის რქის” ქვეყნები.
ეს ზოგადად აფრიკის რქის ნახევარკუნძულზე. ახლა კი გადავიდეთ პირველ ნაწილზე.
სომალი დეკოლონიზაციიდან დღემდე
სომალის დროშა
იდგა 1960 წელი.. სომალი იყო გაყოფილი 2 ნაწიულად. ჩრდილოეთ სომალი(სომალილენდი) იყო ბრიტანეთის კოლონია, სამხრეთი სომალი იყო იტალიის კოლონია. აქვე აღვნიშნავს რომ ჯუჯა სახელმწიფო ჯიბუტი, არის ცნობილი როგორც ფრანგული სომალილენდი, რომელიც ბრიტანულ კოლონიას ესაზღვრებოდა. ფორმალურად 1960 წელს ეს ორი კოლონია გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ. 1960 წლის ივლისში სომალიმ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამავე წლის სექტემბერში აირჩია პირველი პრეზიდენტი ადენ აბდულა ოსმან დაარი. ამავე წელს სსრკ-მ დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობა სომალისთან. სომალის პირველი პრეზიდენტი იყო ნეიტრალური პიროვნება აშშ-თან და სსრკ-თან დაკავშირებით, თუმცა აშკარად ჩანდა სსრკ-ს სურვილი, რომ სომალი სოციალური ბანაკის ქვეყანა გაეხადა. ამ მიზნით საბჭოთა კავშირი დიდ დახმარებას უწევდა 60-იან წლებში სომალის ეკონომიკას, ეხმარებოდა ინბფრასტრუქტურის განვითარებაში, სოფლის მეურნეობის განვითარებაშჳ, პორტების აშენებაში და სხვა ეკონომიკურ საქმეებში. 1969 წელს სამხედრო გადატრიალებით ქვეყნის სათავეში მოვიდა გენერალი მუჰამედ სიად ბერრე, რომელმაც ქვეყანაში გამოაცხადა სოციალიზმის კურსი ისლამური სპეციფიკით. 70-იან წლებში სომალიმ მიიღო უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო დახმარება საბჭოთა კავშირიდან. 1977 წელს მოსკოვის სპეციალისტების რიცხვი ქვეყანაში იყო რამდენიმე ათასი. საბჭოთა ფლოტს ქონდა ბაზა სომალიში. არის ისეთი ვერსიაც, რომ ლეგიტიმური მთავრობის გადატრიალებაში უდიდესი როლი ითამაშა საბჭოთა ავიაციამ, როდესაც ხდებოდა განეიტრალება ლეგიტიმური მთავრობის მხარდამჭერი მეომრების. სომალის სოციალისტურ ბანაკში გადასვლით აფრიკის რქის რეგიონი მთლიანად მოექცა საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ. ეთიოპიაც იყო სოციალისტური ბანაკის ქვეყანა, ერიტრეა მაშინ შედიოდა ეთიოპიის შემადგენლობაში და ჯიბუტი თავისი სიმცირის გამო ადვილად მოექცა ძლიერი მეზობლების გავლენის ქვეშ. მოკლედ საბჭოთა კავშირისთვის ამ რეგიონში ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა და ცხოვრება მშვენიერი იყო :)))) სანამ არ დადგა 1977 წლის 13 ივლისი. 1977 წელს სომალის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. “დიადი სომალის” აღდგენის შესახებ და გამოაცხადა პრეტენზია ეთიოპიის უდიდეს, ყენიის მცირე და ჯიბუტის მთლიან ტერიტორიაზე. 13 ივლისს სომალი სრულიად მოულოდნელად დაესხა თავს აფრიკის რქის მეორე სოციალისტური ბანაკის ქვეყანას, ეთიოპიას. სომალის შეიარაღებული ძალები შევიდნენ ეთიოპიის ყველაზე დიდ რეგიონში, ოგადენში, იმ იმდით რომ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომალელები მხარს დაუჭერდნენ სომალის შეიარაღებულ ძალებს.
ოგადენის რუკა
სომალის შეიარაღებული ძალების ოგადენში შესვლის შემდეგ საბჭოთა კავშირი გაურკვევლობაში ჩავარდა, მას უნდა დაეჭირა ერთ-ერთი სოციალისტური ქვეყნისთვის მხარი. ამ შემთხვევაში ეთიოპიის მთავრობა უფრო კარგი დასაყრდენი გამოდგა. საბჭოთა გენერლები გაიგზავნენ ეთიოპიაში. ფიდელ კასტრომ კუბელი მოხალისეები გაგზავნა ეთიოპიის დასახმარებლად. ომის დასაწყისში სომალიმ დაიკავა ოგადენის ტერიტორია, მაგრამ საბჭოთა კავშირის და კუბის დახმარებით ეთიოპიელებმა გაანადგურეს აგრესორები და დაიბრუნეს ტერიტორია. ეთიოპიაში ჩავიდა 18 ათასი კუბელი ჯარისკაცი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ომში. სომალის წინააღმდეგ არმიას მეთაურობდა გამოჩენილი საბჭოთა გენერალი ვასილი პეტროვი. სომალის არმია ნელ-ნელა უკან იხევდა და 1978 წლის 15 მარტს სომალის უკანასკნელმა ჯარისკაცმა დატოვა ეთიოპია.
80იან წლებში ოგადენის ომის შემდეგ ქვეყანაში უდიდესი კრიზისი იყო, მაგრამ სომალის მთავარი საშინელება კიდევ წინ ელოდა. სომალის ომში დამარცხების შემდეგ ქვეყანაში მთავრობის ავტორიტეტი ფაქტობრივად ნულზე დავიდა. ქვეყნის ჩრდილოეთში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც გამანადგურებელი გამოდგა სომალისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის. 1981 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა სომალის ოპოზიციური პარტია სახელწოდებით “სომალის ნაციონალური მოძრაობა“. 1988 წელს დაიწყო “სომალის ნაციონალური მოძრაობის” ომი უჰამედ სიად ბერრე-ს მთავრობის წინააღმდეგ. ეს ომი დღემდე გრძელდება. “სომალის ნაციონალურ მოძრაობას” აქტიურად უჭერდა მხარს აშშ.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთიოპია გახდა მკვეთრად პრო-ამერიკული ქვეყანა და ეთიოპია ამერიკისთვის უდიდეს დასაყრდენად იქცა რეგიონში. სომალის სამოქალაქო ომში 90იანი წლების დასაწყისში ჩაება ამერიკის შეერთებული შტატები.
სომალიში ამერიკის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სამართლის კავშირი“. მისი ხელმძღვანელი არის ყოფილი გეოგრაფიის მასწავლებელი შეიხ შარიფ შეიხ ახმედი. ასპარეზზე გამოვიდა 90იან წლებში პირველად თავიანთი, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ძალის, არსებობის შესახებ განაცხადეს 1999 წელს. ერთი პერიოდი აკონტროლებდნენ სომალის დედაქალაქს - მოგადიშუს. ეს არის ერთადერთი ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც მაშინდელი მტავრობის გვერდით იბრძოდა.
რაც შეეხება სომალის დედაქალაქს, მოგადიშუს, მის ხელში ჩასაგდებად ათეული წლებია გააფთრებული ომები მიმდინარეობს. პირველი შტურმი მოგადიშუზე განხორციელდა 1991 წლის 26 იანვარს.  პრო-დასავლურმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოგადიშუზე. ამ დროს სომალის ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ სიად ბერრე, ტანკით გაიქცა ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ კოსმაიოში. სომალის ნაციონალური არმიის დარჩენილი ნაწილებიც მიყვნენ მას და გზაში დაიწყეს დასახლებული პუნქტების ძარცვა. დედაქალაქში დაისადგურა სრულმა ანარქიამ, ჩვეულებრივ ამბავად იქცა მარადიორობა და სხვა მძიმე დანაშაულები.
მუჰამედ სიად ბერრეს გადაგდების შემდეგ, სომალის ნაციონალურმა კონგრესმა დროებით პრეზიდენტად აირჩია ალი მაჰდი მუჰამედი და შესთავაზა დანარჩენ დაჯგუფებებს ახალი რესპუბლიკის ერთად აშენება. ეს შემოთავაზება რბილად რომ ვთქვათ არავინ მიიღო. უმეტესობა დაჯგუფებებმა არ აღიარეს ალი მაჰდის ხელისუფლება. ალი მაჰდის იყო პრო-ამერიკული ლიდერი და ყველამ კარგად იციტ ალბათ, რომ ამერიკის ფანატიკური ზიზღი ფუნდამენტალისტური ისლამის ქვეყანაში ახალი არ არის. ქვეყანაში დაპირისპირებას მოყვა თვითონ ნაციონალურ კონგრესში დაპირისპირება. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ალი მაჰდის და გენერალ მუჰამედ ფარაჰ აიდიდის მომხრეები. ძალიან გახშირდა შეიარაღებული შეტაკებები, ქვეყანა აღმოჩნდა მეორე სამოქალაქო ომის ზღვარზე და სრული ქაოსის გამო ვერ აიცილა თავიდან ეს ომი.
სიად ბერრე მუჰამედის დედაქალაქიდან გაქცევის შემდეგ მასთან დარჩნენ სომალის არმიის ნაწილები, რომლებიც პრეზიდენტის ერთგულები იყვნენ. აქ შეიქმნა “სომალის ნაციონალური ფრონტი“, ორგანიზაცია მიზნად ისახავდა სიად ბერრეს მმართველობის აღდგენას ქვეყანაში. ყოფილი პრეზიდენტის ერთგულმა ნაწილებმა დაიწყეს მოგადიშუზე თავდასხმა, თუმცა სამხრეთში ყოფილი პრეზიდენტი შეხვდა მისი ყოფილი გენერალის და ნაციონალური კონგრესის ყოფილი წევრის მუჰამედ ფარაჰ აიდიდის წინააღმდეგობას, მეორე ფრონტის გამო დედაქალაქი აღებული ვერ იქნა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად სიად ბერრეს ერთგულმა ნაწილებლებმა ძალაუფლების დაბრუნება ვერ შეძლეს. დედაქალაქზე უკანასკნელი შეტევის შემდეგ, 1992 წელს სიად ბერრეს უკანასკნელი ნაწილები ტანკებით მიადგნენ ყენიის საზღვარს, ერთ-ერთ ტანკში იჯდნენ სიად ბერრეს ოჯახის წევრები. სომალის ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ყენიის მტავრობას, თუმცა ყენიამ იგი არ მიიღო. მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ნიგერიამ, სადაც ის გარდაიცვალა 1995 წელს.
ახლა კი დავუბრუნდეთ ომს, 91 წლის 18 მაისს, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონის კონტროლილებადმა ძალამ, “სომალის ნაციონალურმა მოძრაობამ”, გამოაცხადა სომალილენდის(ყოფილი ბრიტანეთის კოლონიის) დამოუკიდებლობა და განუდგა ცენტრალურ ხელისუფლებას. დაიჭირა მკვეთრი პრო-ამერიკული და პრო-ეთიოპიური მხარე. ამით ამ რეგიონმა სტაბილურობა შეინარჩუნა დანარჩენ სომალისთან შედარებით.
კლანებს შორის ომი გამძაფრდა 1991 წელს, როდესაც სომალის არმიის ყოფილმა გენერალმა, მუჰამედ ფარაჰ აიდიდმა სცადა ჩაენაცვლებინა დროებითი პრეზიდენტი ალი მაჰდი მუჰამედი. 17 ნოემბერს გენერალ აიდიდის ძალებმა შეუტიეს სომალის დედაქალაქში გამაგრებულ ალი მაჰდის პოზიიებს. გააფთრებული ბრძოლით გენერალ აიდიდის ჯარებმა დაიკავეს მოგადიშუს უმეტესი ნაწილი(პორტის და საერთაშორისო აეროპორტის ჩათვლით), მაგრამ ვერ შეძლეს აეღოთ დედაქალაქის ჩრდილოეთით გამაგრებული პრეზიდენტის რეზიდენცია. 2 თვე მოგადიშუს ქუჩებში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები, ბრძოლაში ჩარტული იყო არტილერიაც კი, მაგრამ ვერც ერთ მხარეს ამ ბრძოლამ შედეგი ვერ მოუტანა. დეკემბერში უკვე ან მრძოლის შედეგად დაღუპული იყო 4 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა იყვნენ მშვიდობიანი მაცხოვრებლები. დედაქალაქი მოგადიშუ ფაქტიურად მიწასთან იყო გასწორებული ინტენსიური ბრძოლის გამო. სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ აღწევდნენ დაშავებულ პიროვენებებთან ბრძოლის გამო, ამიტომ უამრავი დაჭრილი და დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა. დაახლოებით 2 თვე შესვენნების შემდეგ მუჰამედ ფარაჰ აიდიდის ძალებმა კვლავ ცადეს ქალაქის ჩრდილოეთ რაიონის დამორჩილება, მაგრამ უშედეგოდ. მარტის დასაწყისში დროებით პრეზიდენტსა და გენერალ აიდიდს შორის მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეტანხმებას. სწორედ ამ პრეიოდში იყო ჩემს მიერ ნახსენები უკანასკნელი შეტევა სიად ბერრესი დედაქალაქზე, თუმცა იგი დამარცxდა საბოლოოდ და როგორც აღვნიშნეთ ყენიის საზღვრისკენ გაეშურა.
ბრძოლა განახლდა დროებით პრეზიდენტსა და გენერალ აიდიდს შორის. 1992 წლის დეკემბერში გაეროს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება სომალიში ამერიკული სამხედრო სამშვიდობო ძალების შესვლის შესახებ. ამერიკელი სამხედროები სომალიში შევიდნენ “იმედის დაბრუნება”(92-93) და “იმედის გაგრძელება”(93-95) ოპერაციებით.(Restore Hope & Continue Hope)
ამერიკული “შავი ქორი” მოგადიშუს თავზე
მუჰამედ ფარაჰ აიდიდმა ჩასულ სამშვიდობოებს ომი გამოუცხადა. 1993 წლის 3 ოქტომბერს ამერიკული სპეცნაზი რამდენიმე დამნაშავის ასაყვანად შევიდა ქალაქ მოგადიშუში, მათ წინააღმდეგ ამხედრდა თითქმის მთელი მოგადიშუს მოსახლეობა, უმძიმეს ბრძოლაში ამერიკელებმა დაკარგეს 18 სამხედრო და ორი ვერტმფრენი “შავი ქორი”, დაახლოებით 1000 სომალელი მოკვდა ამერიკელებთან ომში. ამ ბრძოლის ამსახველი მოვლენები აღწერილია მხატვრულ ფილმში “შავი ქორის ვარდნა”(Black Hawk Down). ამ მოვლენების შემდეგ ამერიკა მხილებული იქნა სომალის სამოქალაქო ომში ჩარევში და კონფლიქტის მხარე გახდა. პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაცია იძულებული გახდა სომალიდან ამერიკელი სამხედროები გამოეყვანა. ამის შემდეგ რეგიონი დატოვეს გაეროს მანდატის მქონე სხვა სამშვიდობო ძალებმაც.
1995 წელს მუჰამედ ფარაჰ აიდიდმა თავი სომალის პრეზიდენტად გამოაცხადა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგი დაიღუპა მოგადიშოსთან ახლოს ჩატარებულ ბრძოლაში. მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა, ჰუსეინ ფარაჰ აიდიდმა. 1996 წელს, ყენიაში. შედგა პირველი შეხვედრა ჰუსეინ ფარაჰ აიდიდსა და ალი მაჰდი მუჰამედს შორის. იქ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივი მთავრობის ფორმირებისა და მოგადიშუს ერთად მართვის შესახებ. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აიდიდის შვილის ორგანიზაციას უკვე აღარ ქონდა ისეთი გავლენა, როგორც მუჰამედის დროს.
ამის შემდეგ ძლიერი სამხედრო შეტაკებები სომალიში ცოტა ჩაცხრა. ბრძოლები იმართებოდა მხოლოდ რესურსების, ფულის და იარაღის გაყოფის მიზნით. სომალი იქცა ინდოეთის ოკეანის მეკობრეების თავშესაფრად.
2000 წელს იყო მცდელობა ქვეყნის გაერთიანების, ჯიბუტში შეიკრიბნენ სომალის კლანების მეთაურების წარმომადგენლები. მათ პრეზიდენტად აირჩიეს აბდულ ხასიმი, რომელსაც ქონდა ეთიოპიის ძლიერი მხარდაჭერა. თუმცა მას კლანების მეთაურებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. 2004 წელს ეთიოპია ლობირებას უწევდა აბდულაჰი იუსუფ აჰმედს. 2004 წლის 10 ოქტომბერს იგი აირჩიეს პრეზიდენტად აბდულ ჰასიმის ნაცვლად. მისი მთავრობა აკონტროლებდა სომალის მხოლოდ ერთ ქალაქს და მის შემოგარენს. მაშინ სომალის მთავრობა და პარლამენტი იჯდა ყენიის დედაქალაქ ნაირობში.
2006 წლის გაზაფხულზე მოგადიშუ კვლავ გადაიქცა ბრძოლის ველად, ამჯერად ბრძოლა მიმდინარეობდა ისლამისტებსა(ისლამური სამართლის კავშირი) და ანტიისლამისტებს(პრო-ამერიკული ძალები) შორის. 2006 წლის 5 ივნისს ისლამური სამართლის კავშირის წევრებმა სრული კონტროლი დაამყარეს მოგადიშუზე და ცოტა ხანში დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტი კოსმაიო.
2006 წლის მიწურულს, პრო-ამერიკული და პრო-ეთიოპიური ძალების მარცხმა, გაუთავებელმა არეულობამ ეთიოპია-სომალის საზღვარზე გამოიწვია ეთიოპიის სამხედრო ძალების შესვლა სომალიში. ეს არის ძალიან საინტერესო ოპერაცია, სიტუაცია ძალიან დინამიურად მიმდინარეობდა და ყოველ დღე იცვლებოდა. მაგრამ თქვენის ნებართვით ამას ჩემთვის დავიტოვებ, რადგან არამგონია ვინმემ წაიკითხოს, თუ ვინმე მთხოვს აუცილებლად დღეების მიხედვიტ დავწერ, რომელ დღეს რა ხდებოდა.
ეთიოპიის არმიის წინააღმდეგ იბრძოდა ისლამური სამართლის კავშირი, ალქაიდა და ერიტრეა. ეთიოპიის არმიამ შეძლო სომალის დედაქალაქ მოგადიშუს აღება და რამდენიმე უმძიმესი შეტევის მოგერიებით მისი შენარჩუნება. პრეზიდენტად დასვეს არჩეული აჰმედ აბდულა იუსუფი. ეს ოპერაცია ჩატარდა იმ იმედით, რომ ერთხელ და სამუდამოდ სიმშვიდეს დაესადგურა მეზობელ ქვეყანაში. 2008 წლის ბოლოს სომალის პრეზიდენტი აჰმედ აბდულა იუსუფი გადადგა. 2009 წლის 25 იანვარს ეთიოპიამ დაასრულა თავისი სამხედრო ძალის გამოყვანა სომალიდან. 31 იანვარს პრეზიდენტად აირჩიეს ისლამური სამართლის კავშირის მეთაური, შეიხ შარიფ შეიხ აჰმედი. როგორც ხედავთ ეთიოპიის ოპერაციას არ მოყვა მშვიდობის დამყარება სომალიში.
დღესდღეობით სიტუაცია კვლავ რჩება კრიტიკული. ქვეყანაში კვლავ ანარქიაა. სომალის რესპუბლიკა ფაქტიურად 80-90იანი წლების მიჯნაზე განადგურდა. შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაზე არეული ქვეყანაა მსოფლიოში.
მე პატარა ეპილოგით დავასრულებ პირველ ნაწილს. მე ბოლდით გამოვყავი ყველა სახელი და გეოგრაფიული პუნქტი. როცა ახალი პერსონაჟი შემოდიოდა პოსტში ბოლდით ვყოფდიი, იმიტომ რომ სახელების დამახსოვრება გაგიჭირდებათ.. ნუ თუ წაიკითხავთ იმ შემთხვევაში :)))
რაც ამერიკელ სამხედროებს სომალიში გადახდათ ის აღწერილია ფილმში “შავი ქორის ვარდნა”. თუ გინდათ გაიგოტ რა არის ნამდვილი ომი, უყურეთ ამ ფილმს. არც ერთ ფილმში ისე არ არის აღწერილი თანამედროვე ომი როგორც ამაში. თქვენთვის ლინკი ქართული საიტიდან:
http://avoe.ge/movies/one.php?mid=4589
საქართველოს შეიარაღებული ძალები
წესით საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საინტერესო უნდა იყოს რა ძალას წარმოადგენს საქარტველოს შეიარარებული ძალები, რა შესაძლებლობის ტექნიკა აქვთ ქართველებს, რა ოპერაციების შესრულება შეუძლიათ და ა.შ. მე ასეთი სტატია ქართულ ენაზე არსად შემხვედრია. თუ არ ვცდები ქართულ ვიკიპედიაზეც კი არ არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სტატია. მე შევეცდები მაქსიმალურად ზუსტად აღვწერო ჩვენი ჯარის შესაძლებლობები, თუმცა რადგან მე არც თავდაცვის მინისტრი ვარ და არც ხელისუფლების წრეებთან დაახლოებული სამხედრო ექსპერტი, მაინც და მაინც მკაცრად ნუ განმსჯით თუ რამე უზუსტობა გამეპარება. :)
დავიწყოთ იქედან, რომ ქართულ ჯარში ირიცხება 38 ათასი ჯარისკაცი. საქართველოს შეიარაღებული ძალებში შედის: საქართველოს სახმელეთო ძალები, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები და საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები. დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადების შემდეგ, ანუ 1991 წლიდან დღემდე, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა შემდეგ ომებში: საქართველოს სამოქალაქო ომი 90იან წლებში, ცხინვალის რეგიონის ომი(1991-1992წ.წ), ომი აფხაზეთში (92-93 წ.წ.), მეორე ომი ცხინვალის რეგიონში(რუსეთ-საქართველოს ომი) 2008 წელს.
სამხედრო სფეროში საქართველოს პარტნიორები არიან: აშშ, პოლონეთი, უკრაინა, ისრაელი, ჩეხეთი, თურქეთი, გერმანია.
საქართველოს სახმელეთო ძალები
საქართველოს სახმელეთო ძალებში შედის: გორის ბრიგადა, სენაკის ბრიგადა, ქუთაისის ბრიგადა, ვაზიანის ბრიგადა, ხონის ბრიგადა.  საქართველოს შეიარაღებაში შედის ავტომატები: AK-47(სსრკ), M4 Carbine(აშშ), G36(გერმანია), TAR-21(ისრაელი). ტყვიამფრქვევები: PK(სსრკ), NSV(სსრკ), Mk19(აშშ). სნაიპერის შაშხანები: SVD(სსრკ), M24(აშშ), Zastava M93 Black Arrow(სერბეთი), Barret M82(აშშ).
M4 Carbine - ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც 1994 წლიდან შეიარაღებულია ამერიკის ყველა სპეცსამსახური. ერთ მჭიდში ჩადის 30 ტყვია, აქვს დაბალი ვიბრაცია რაც ზრდის მიზანში მორტყმის ალბათობას. ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს შეიარაღებაშია ეს ავტომატი.
MK 19 - ამერიკული ტყვიამფრქვევი,  გამშვებული 1966 წელს, 40×53მმ კალიბრი. სამიზნის განადგურება ზუსტი დამიზნებით შეუძლია 1500 მეტრზე, 2300 მეტრი მაქსიმალური სროლის დისტანცია. შეუძლია გაისროლოს 300-400 ტყვია წუთში.
M93 Black Arrow - თანამედროვე სერბული სნაიპერის შაშხანა, გამოშვებული 1993 წელს.  12.7×108მმ კალიბრი, დამიზნებით შესაძლებელია 1600 მეტრზე სამიზნის განადგურება. ეს იარაღი სულ 4 ქვეყნის შეიარაღებაშია, სერბეთის, საქართველოს, მაკედონიის და სომხეთის შეიარაღებაში.
ტანკები და ჯავშანმანქანები
საქართველოს შეიარაღებაში არის ტანკები: T72(სსრკ) და T55(სსრკ).  ბრონირებული საბრძოლო მანქანები: MT-LB(სსრკ), BMP1(სსრკ), BMP2(სსრკ). ჯავშანტრანსპორტიორები: BTR80(სსრკ), BTR70(სსრკ), Otokar Cobra(თურქეთი), HMMWV(აშშ), Rafael WOLF(ისრაელი), Nurol Ejder(თურქეთი).
ქართული T72
T72 - მეორე თაობის სამხედრო ტექნიკა. საქართველოს მთავარი საბრძოლო ტანკი, გამოშვებული საბჭოთა კავშირის მიერ 1973 წელს. ეს იყო საბჭოთა კავშირის მთავარი საბრძოლო ტანკიც. ის არის ძალიან მსუბუქი(41 ტონა), რაც საქართველოს რელიეფისთვის ასე ვთქვათ ზედგამოჭრილია. :D მთა-გორიან რელიეფზე სასიარულად ძალიან კარგია. შეუძლია განავითაროს 60კმ/სთ სიჩქარე. T72-ში ჯდება 3 კაციანი ეკიპაჟი, ისვრის 125მმ კალიბრის ჭურვს. დამიზნებით ისვრის 4 კილომეტრზე, მაქსიმალური სროლის სიშორე 10 კილომეტრი. აქვს ორი ტყვიამფრქვევი 7,62მმ და 12,7მმ კალიბრის. აქვს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისსგან დამცავი სისტემები. ყველაზე მეტი T72 ყავს რუსეთს, უკრაინას და ინდოეთს.
Cobra - ეს არის მსუბუქი თურქული ჯავშანმანქანა, ძალიან ბევრი კომპონენტი აღებულია ამერიკული ჰამერიდან. გამოშვებულია 1997 წელს. ეკიპაჟი მძღოლი +8 კაცი. მისი ძირითადი მომხმარებლები არიან თურქეთი, ნიგერია და საქართველო. ეს მანქანა არის კიდევ რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში, მაგრამ მასიურად მხოლოდ ამ 3 ქვეყანაში. ერთადერთი ომი, რომელშიც იქნა გამოყნებული თურქული კობრა, ეს არის ცხინვალის რეგიონის ომი 2008 წელს.
BMP2 - მეორე თაობის სამხედრო ტექნიკა, 80იან წლებში გამოშვებული სსრკ-ს მიერ. წონა - 14 ტონა, ეკიპაჟი - 3 კაცი + 6 მგზავრი, კალიბრი - 30მმ.
არტილერია
მე ვიტყოდი საქართველოს შეიარაღებაში ყველაზე ძლიერი რგოლი, ეს ბოლო ომმაც კარგად აჩვენა. ძალიან კარგად მოქმედებდნენ ჩვენი არტილერისტები ომის დასრულებამდე, სანამ ისინი რუსული ავიაციის შეტევებმა უკან არ გაწია. საქართველოს შეიარაღებაში არის შემდეგი სახის სარაკეტო არტილერია: RM70(ჩეხოსლოვაკია), BM21(სსრკ), LAR160(ისრაელი). ზუსტი დამიზნების არტილერია: 2S3 აკაცია(სსრკ), 2S7(სსრკ), DANA(ჩეხოსლოვაკია), 2S5(სსრკ), 2S19(სსრკ). ქვემეხები: D30(სსრკ), 2A36(სსრკ), T12(სსრკ).
ქართული RM70 ცხინვალის ომის დროს 2008წ.
ქართული DANA
RM70 - 1972 წელს ჩეხოსლოვაკიის მიერ გამოშვებული სარაკეტო არტილერია. ერთადერთი ომი, რომელშიც ის გამოიყენეს 1972 წლიდან დღემდე, ესაა ცხინვალის რეგიონის ომი 2008წ. წონა - 33 ტონა, ეკიპაჟი - 6 ადამიანი,  კალიბრი - 122მმ. ერთ ჯერზე შეუძლია 40 ჭურვის გაშვება. შეუძლია სამიზნის განადგურება 20 კმ-ზე.
DANA - ჩეხოსლოვაკიის გამოშვებული 1970 წელს. წონა - 23 ტონა, მაქსიმალური სისწრაფე - 80კმ/სთ, შეუძლია სამიზნის განადგურება 18 კმ-ზე, ეკიპაჟი 4-5 კაცი. დღესდღეობით DANA არის ჩეხეთის, ლიბიის, პოლონეთის, სლოვაკეთის და საქართველოს შეიარაღებაში.
2S3 აკაცია - 1971 წელს გამოშვებული ჰაუბიცა. წონა - 27 ტონა, ეკიპაჟი - 4 კაცი, სიჩქარე - 60კმ/სთ, კალიბრი - 152მმ, დამატებითი შეიარაღება - 7მმ ტყვიამფრქვევი. ბაკის ერთი ავსებით შეუძლია 500 კმ-ს გავლა.
საჰაერო დაცვა
საქართველოს შეიარაღებაში არის შემდეგი საჰაერო დაცვის სისტემები:ZU23 2(სსრკ), ZU23 4 “შილკა”(სსრკ), S125(სსრკ), S200(სსრკ), Buk M1(სსრკ), Tor(სსრკ).
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები
თვითმფრინავები
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში არის თვითმფრინავები: თხუთმეტი Su25(სსრკ), თერთმეტი L39 ალბატროსი(ჩეხოსლოვაკია), ორი L29 დელფინი(ჩეხოსლოვაკია), Hermes 450(ისრაელი).
ქართული Su25
Su25 - გამოდის 1981 წლიდან, ერთეულის ღირებულებაა 11 მლნ დოლარი. სხვათაშორის ერთ-ერთი აქტიური მწარმოებელი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა იყო. ძალიან დიდი რაოდენობითაა რუსეთის, უკრაინის, პერუს, ირანის და ეთიოპიის შეიარაღებაში. საქართველოს 15 Su25 ყავს. გამოყენებული იყო 2008 წელს ცხინვალის რეგიონში რუსების წინააღმდეგ ომში.
ვერტმფრენები
ჩვენს შეიარაღებაში არის ვერტმფრენები: 8 Mi35(სსრკ), 18 Mi24(სსრკ), 18 Mi14(სსრკ), 16 Mi8(სსრკ), 6 Bell212(კანადა), 40 UH-1H იროკეზი(აშშ), 2 Mi2(სსრკ).
ქართული იროკეზი
UH-1H იროკეზი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ვერტმფრენი გამოუშვა 1959 წელს, იმ დროისთვის ეს იყო უახლესი და ერთ-ერთი საუკეთესო ვერტმფრენი. მართალია ცოტა მოძველებულია, მაგრამ მაინც არის 94 ქვეყნის შეიარარებაში, მისი შესაძლებლობების გამო. 16 00-ზე მეტია გამოშვებული. ჩვენს შეიარაღებაში არის 40 ერთეული.
Mi24 - საბჭოთა კავშირის მიერ 1972 წელს გამოშვებული ეს ვერტმფრენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური საბრძოლო ვერტმფრენია. საქართველოს შეიარაღებაში ის არის 18 ცალი. გამოშვებულია დაახლოებით 2000 ცალი.
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებში ირიცხება დაახლოებით 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე. მტავარი შტაბი არის ფოთში, ასევე ბაზა არის ბათუმში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებში იყო 19 საბრძოლო ერთეული. ამ ომის შემდეგ სერიოზული დანაკარგები მიადგა ქართულ ფლოტს.
ამჯამად საქართველოს ფლოტში შედის შემდეგი კატერები: საარტილერიო კატერი “ახმეტა”(სსრკ), საგუშაგო კატერები “ივერია” და “მესტია”(საბერძნეთი), საგუშაგო კატერი “ქუთაისი”(თურქეთი), საგუშაგო კატერი “გალი”(სსრკ), სადესანტო გემი “გურია”(სსრკ), საპატრულო კატერი “განთიადი”.
სარაკეტო კატერი “დიოსკურია”, სარაკეტო კატერი “თბილისი”, საგუშაგო კატერი “წყალტუბო” 2008 წლის 13-14 აგვისტოს განადგურებული იქნა რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ ფოთთან. სამწუხაროდ “დიოსკურია” და “თბილისი” საქართველოს ფლოტის ძირითადი ძალა იყო. იმედი ვიქონიოტ რომ საქართველო მოახერხებს კიდევ ამაზე უკეტესი სარაკეტო კატერების შეძენას.. :)
ქართული სარაკეტო კატერი “დიოსკურია”, რომელიც განადგურებული იქნა რუსების მიერ 2008 წლის 13 აგვისტოს ფოტის პორტში
დღეისათვის სულ ეს იყო.. აი ამ სამწუხარო და მწარე რეალობით ვასრულებ პოსტს. იმედი ვიქონიოთ რომ ჩვენ ქვეყანა შეძლებს ძალების რეაბილიტაციას და სამხედრო სფეროში კიდევ უფრო გაძლიერებას, ვიდრე ეს 2008 წლის 7 აგვისტოს იყო. წინ ომი გვაქვს მოსაგები… :)
ისრაელი უძველესი დროიდან დღემდე
ამ პოსტის მიზანია გასცეს შემდეგ კითხვას პასუხი “რატომ არის ისრაელი ამ ომში მართალი?” თუმცა მხოლოდ ამ კიტხვას არ გაეცემა პასუხი ცოტა მოზრდილი პოსტი იქნება ზოგადად ისრაელზე
პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით დიდი პაუზისთვის.. არ მეცალა… კოლოქვიუმები იყო მაღლივში მტისკავენ ერთ პოსტს მაგ ამბავსაც მივუძღვნი ალბათ ოდესმე დიდი სიყვარულით :D მერე ახალი წლებიო ესა ისაო მოკლედ ვერ მოვიცალე და აი ახლა მომცეს სტიმული პოსტის დაწერის… ხოდა დავწეერ.. სხვა თუ არავინ ჯიბლა მაინც წაიკიტხავს ბლნ :D
ე.ი. ამ პოსტის დაწერის სტიმული მომცა ერთ-ერთ ფორუმზე ისრაელის ახლადდაწყებული ომის განხილვისას წამოწეულმა კითხვამ.. არაბები არიან მართლები თუ ებრაელები… ერთ-ერთი ფორუმელი(ირაკლი) რომელმაც ფაქტებით აბსოლუტურად სწორად ჩამოაყალიბა თავისი პოსტი ამტკიცებდა რომ ისრაელი არის უბრალოდ ამერიკის პროექტი და სხვა არაფერი, რომ ეს მიწა ეკუთვის პალესტინელებს.. მე მას ამ ფაქტებში არ ვეწინააღმჯდეგები და ამ პოსტშიც იხილავს ის თავისივე მოყვანილ ფაქტებს, უბრალოდ მე ამ საკითხს სხვა კუთხით ვუყურებ :D
მაშ ასე.. დავიწყებ იმით, რომ ებრაელები ამ მიწაზე აბორეგენები არიან და ამით ჩემთვის უკვე ნათელია თუ ვინ არის მართალი ამ კონფლიქტში.. მოკლედ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძალიან ძალიან დიდი ხნით ადრე არსებობდა გაერთიანებული ებრაული სამეფო.. გინდ ბიბლიით დაასკვენით ეს, გინდ ისტორიული წყაროებით.. ამას ხაზს იმიტომ ვუსმევ რომ ძირიტადად ფუნდამენტალისტები(რომლებიც ბოლო დროს სამწუხაროდ მომრავლდნენ ჩვენს ქვეყანაში) ამართლებენ არაბებს, მათნაირ ფუნდამენტალისტებს და რელიგიისთვის ფანატიკურად თავგადადებულ ხალხს :D თუმცა, აქვე აღვნიშნავ რომ ეს არ ეხება ფორუმზე ჩემს კონკრეტულ ოპონენტს რომელმაც სტიმული მომცა ამ პოსტის დაწერის :D მოკლედ გაჩერებული ვიყავით გაერთიანებულ ებრაულ სამეფოზე… ამ სამეფომ იარსება ერთი საუკუნე დაახლოებით, ცოტა მეტი ცოტა ნაკლები არ ვიცი.. და არც აქვს არსებითი მნიშვნელობა ახლა რომ მოვძებნო ინტერნეტში… ამ სამეფოს განადგურების შემდეგ შეიქმნა ორი ებრაული სამეფო - ჩრდილოეთის და სამხრეთის… ერთის ერქვა ისრაელის სამეფო, მეორეს - იუდეის სამეფო. უკანასკნელი განადგურდა იუდეის სამეფო ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში. ამ დროს ღრმადპატივცემულმა პომპეუსმა აიღო ქალაქი იერუსალიმი და ამ ტერიტორიაზე რომი გაბატონდა… :D  ამის შემდეგ მოხდა რამდენიმე დიდი აჯანყება… ერთი უკვე ჩვენი წელტაღრიცხვით პირველ საუკუნეში და რომაელებმა მალევე დაიმორჩილეს იერუსალიმი.. მეორე აჯანყება მოხდა მეორე საუკუნის დასაწყისში და ამ აჯანყებას ემხვერპლა უამრავი ეთნიკური ებრაელი, ამ პერიოდში უკვე ებრაელები საკუთარ მიწაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ფეოდალური ხანის დასაწყისამდე ამ მიწაზე რამდენიმე ებრაული ქალაქი არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ თითქმის ებრაელების გარეშე დარჩა ეს ტერიტორია. ამის შემდეგ ისრაელის მიწა დაიპყრო სხვადასხვა სარწმუნოების უამრავმა დამპყრობელმა… ძირიტადად ეს მიწა მოიხსენიებოდა პალესტინის სახელიტ, თუმცა არა ყველა წყაროში(როგორც ჩემმა ოპონენტმა აღნიშნა) :D ვინც ისტორია იცის ეს ტერიტორია ძირითადად იყო მუსულმანი დამპყრობლების ქვეშ. ჯვაროსნული ომებით იყო მცდელობა ამ მიწის გათავისუფლების… რამდენიმე ეტაპი წარმატებულიც აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ სალადინმა დაადგა მყარად წიხლი ამ მიწაზე… :D
შუა საუკუნეებში დაიწყო ებრაელთა დროგამოშვებით ჩასვლა ამ მიწაზე… და სიონისტური მოძრაობის ჩამოყალიბების შემდეგ(რომლის მიზანიც პირველ ეტაპზე იყო ებრაელების დაბრუნება მშობლიურ მიწაზე), ებრაელთა მასობრივი ჩასახლება დაიწყო ამ ტერიტორიაზე.. იყო ბრიტანეთის იმპერიის მხარდაჭერაც ამ საქმეში, რაც ძალიან ბევრს ნიშნავდა იმ დროისთვის. ოსმალეთის იმპერიის განდევნის შემდეგ მიეცათ ებრაელებს რეალური შანსი დამოუკიდებლობის და მათ ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენეს.. ასე რომ როდესაც ვამბობთ რომ ისრაელი არის ამერიკის პროექტი უნდა გვახსოვდეს, რომ ისრაელის დამოუკიდებლობაში მაინც და მაინც დიდი წვლილი ამერიკას არ მიუძღვის..
მოკლედ ეს ისტორიული ექსკურსი და ჩემთვის ამ ყველაფრის შემდეგ კონფლიქტში მართალი მხარე ისრაელია… იმიტომ რომ ებრაელები არიან აბორეგენები ამ მიწაზე, უსამართლოდ განიდევნენ თავის დროზე ამ მიწიდან, სისხლით და საუკუნოვანი იდეოლოგიური ბრძოლით დაიბრუნეს სახელმწიფოებრიობა.. იქ იყო ასეთი რამ ნათქვამი რომ ნებისმიერ დამპყრობელს აქვს უფლება პრეტენზია გამოთქვას თავის ყოფილ მიწაზეო… ეს ასე არ არის, იმიტომ რომ დამპყრობელი სხვას ნიშნავს და ადგილობრივი სხვას :D ეგეთი ლოგიკით არც ქართველები ვყოფილვართ დამოუკიდებლობის ღირსი, იმიტომ რომ მრავალი საუკუნე ეს მიწა დაპყრობილი ქონდათ სხვებს, თუნდაც ბოლო 200 წელი რუსებს… კიდევ იმიტომ არის ისრაელი მართალი, რომ ეს მიწები ისრაელს დათმობილი აქვს უკვე, 1994 წელს ღაზაში და იერიქონში შეიქმნა პალესტინელების ავტონომია… ეს იმ კითხვაზე ჩემი პასუხი და ახლა უახლეს ისტორიას გადავხედოთ რაც მთავარია ისრაელის ისტორიაში და რაც არის შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელი :)
მაშ ასე უახლესი ისტორიის რამდენიმე ომი… უფრო სწორად ყველაზე მნიშვნელოვანი ომები.. რუკაზე მოცემულია არაბული სამყარო.. გასადიდებლად დაკლიკეთ. მუქ მწვანედ აღნიშნულია არაბული ქვეყნები რომლებსაც ომი ჰქონიათ ისრაელტან 1948 წლიდან დღემდე. ღია მწვანედ აღნიშნულია საერთოდ არაბულ ლიგაში შემავალი ქვეყნები. ცისფერი არის ისრაელი და წითელი ღაზას სექტორი.
ომი №1: 1948 წ. ისრაელი-არაბული სამყარო (ომი ისრაელის დამოუკიდებლობისთვის) - ამ ომში ფაქტიურად მთელი არაბული სამყარო იბრძოდა ისრაელის წინააღმდეგ… ისრაელის წინააღმდეგ იბრძოდა ეგვიპტე, სირია, ლიბანი, ერაყი, საუდის არაბეთი, იემენი, იორდანია და ორი პალესტინური არმია. ისრაელზე დარტყმა განხორციელდა ყველა მხრიდან, ეს ომი ისრაელის სრული გამარჯვებით დამთავრდა, ბრძოლაში მოკვდა ორი არაბი მთავარსარდალი ალ ქადირ ალ ჰუსეინი და ჰასან სალამა, თუ რას წარმოადგენდნენ ეს პიროვნებები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში… სრული ტაქტიკური, სტრატეგიული, სამხედრო და პოლიტიკური მარცხი არაბების… ამის შემდეგ იყო ისრაელის მიღება გაეროში და ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფოს შექმნა. აი ეს იყო სასწაული რომელიც ადამიანების ხელით მოხდა. ხალხი სასწაულს ქვების დანამვაში და ცეცხლის გიზგიზში ეძებს და ავიწყდებათ რომ პირველი ვისაც შეუძლია სასწაული ჩაიდინოს ეს ადამიანია. :D აგერ ბატონო მაგალითი.
ომი №2: 1956 წ. სუეცის კრიზისი - ამ ომში ეგვიპტის წინააღმდეგ იბრძოდა ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი. სამხედრო გამარჯვება ამ ომში ცხადია ისრაელს და მის მოკავშირეებს დარჩათ, თუმცა პოლიტიკურად გამარჯვებული ეგვიპტე გამოვიდა. სამხედრო წარმატების შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების პირობით ინგლისურმა და ფრანგულმა სამხედრო ძალამ დატოვა ეგვიპტე და ჩანაცვლდა კოლუმბიური და დანიური სამშიდობოებით. ცოტა ხნის შემდეგ ტერიტორია დატოვა ისრაელის ჯარმაც.
ომი №3: 1967 წ. “6 დღიანი ომი” - კიდევ ერთი უთანასწორო ომი. ისრაელის წინააღმდეგ იბრძვის ეგვიპტე, ერაყი, სირია და იორდანია. არაბულ ქვეყნებს დახმარებას უწევს საბჭოთა კავშირი. არაბების შეიარაღება იყო დაახლოებით 550 000 ჯარისკაცი, 1000მდე ბომბდამშენი, 2500 ტანკი. ისრაელის შეიარაღება 250 000 ჯარისკაცი, 300 ბომბდამშენი, 800 ტანკი.  განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ეგვიპტის შეიარაღება უახლესი საბჭოთა ავიაცია. ომის დასრულების შემდეგ ისრაელი მთლიანად აკონტროლებდა სუეცის ყურის აღმოსავლეთ სანაპიროს. არაბთა დანაკარგები იყო 22 000 ჯარისკაცი გარდაცვლილი და 400 ბომბდამშენი. ისრაელის დანაკარგები იყო 800 ჯარისკაცი და 46 თვითმფრინავი. პოლიტიკური და სამხედრო გამარჯვება ისრაელის სინაის ნახევარკუნძული დაიკავა ისრაელმა და ღაზას სექტორი მთლიანად.
ომი №4: 1967-70 წ. დაუძლურების ომი - ომი ეგვიპტესა და ისრაელს შორის. ეგვიპტეს დამხმარედ ყავდა 15 000 საბჭოთა ინსტრუქტორი-მრჩეველი. ეს იყო შემზადება იმ დიდი ომისთვის რაც მოხდა 1973 წელს. და ამ ომსაც მოვიხსენიებ რათქმაუნდა მე მეხუტე დიდ ომში. ამ ომის შემდეგ ეგვიპტელებიც და ებრაელებიც ორივე თავს გამარჯვებულად მიიჩნევდა :D დანაკარგები შემდეგი იყო, ეგვიპტელების მხრიდან 5000 დაღუპული და 100ზე მეტი თვითმფრინავი დაკარგული, 3 საბჭოთა პილოტი მოკლული. ისრაელის მხრიდან 1500 ჯარისკაცი დაღუპული და 15 თვითმფრინავი დაკარგული.
ომი №5 1973 წ. განკითხვის დღის ომი - საბჭოთა კაშირმა კიდევ ერთჯერ გააერთიანა არაბული ქვეყნები ისრაელის გასანადგურებლად. ეგვიპტე, სირია და ერაყი კვლავ იბრძვიან ისრაელის წინააღმდეგ.  მარტო ეგვ იპტელებს 800 000 ჯარისკაცი ყავდათ. საერთო ჯამში არაბებს ყავდათ 1 000 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 4000მდე ტანკი,  2000 ერთეული არტილერია, 1000მდე საფრენი აპარატი ვერტმფრენი და თვითმფრინავი, განსაკუთრებით ძლიერი ავიაცი ყავდა ეგვიპტეს იმ დროისთვის უახლესი საბჭოთა ავიაცია, 150მდე საზღვაო ტექნიკა. ისრაელის ძალას რაც შეეხება, ეს იყო 400 000 ჯარისკაცი, 2500მდე ტანკი, 1000მდე არტილერია, 600ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 40 საზღვაო ტექნიკა. ამ ომს სერიოზული ტერიტორიული ცვლილებები არ მოყოლია მაგრამ მასშტაბებით ყველაზე დიდი იყო, უდიდესი დანაკარგები განიცადეს არაბულმა ქვეყნებმა განსაკუთრებიტ ეგვიპტემ, არაბების დანაკარგები იყო 15000 ჯარისკაცი, 2300მდე ტანკი, 400ზე მეტი თვითმფრინავი. ებრაელების დანაკარგები 2500 ჯარისკაცი, 600 ტანკი, 100 თვითმფრინავი. ომი დასრულდა ჟენევის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და მხარეები დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიაზე.
ომი №6: 1982 წ. ლიბანის ომი - ისრაელის და საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ ამ ომში იბრძოდნენ სირია და ისლამური ძალები. ისრაელის მხარეს იბრძოდა დასავლეთ ლიბანის არმია, ლიბანის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ. ამ ომში 10 000მდე მუსულმანი მოკვდა და 700 ებრაელი. ამ ომის შედეგად ისრაელმა მოახდინა სამხრეთ ლიბანის ოკუპაცია და იქ ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას ჰესბოლას დაუპირისპირდა.
ომი №7: 2006 წ. ლიბანის მეორე ომი - ისრაელი აქ მარტო იბრძვის რამდენიმე ლიბანური ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ: ჰესბოლა, ლიბანის კომუნისტური პარტია, Amal Movement და General Command. 700-800 ტერორისტი იქნა განადგურებული, 120 ებრაელი სამხედრო დაიღუპა.
რუკაზე ჩანს რომელი ომის შემდეგ როგორი ტერიტორიული ცვლილება ხდებოდა ისრაელში.
დღეისათვის სულ ეს იყო. ვეცადე ამქსიმალურად მოკლედ განმეხილა თითოეული ომი. თორემ ისე თითოეულ მათგანზე ორი ამხელა პოსტის დაწერა შეიძლება :D
მოკლედ გაუმარჯოს ისრაელს! მისაბაძი ხალხია ნამდვილად
მოსალოდნელი კონფლიქტები კავკასიაში
აჰმ… გამარჯობა… აბა დღეს იქნება ჩემი მცდელობა პირველი პოსტის დაწერის…
როგორც ხედავთ არც თუ ურიგო თემა მაქვს არჩეული… =პ საერთოდ ხშირად შევეხები ალბათ კონფლიქტების თემას… ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება ამ ბლოგზე… ნუ ახალი ომგადატანილი ქვეყანა ვართ და ორი ცხელი წერტილი გვაქვს რუკაზე… წერტილი აღარ ქვია მაგას უკვე შეიძლება ფრონტის ხაზიც დავარქვათ… ომი დროებით შეჩერებულია… და ხაზს ვუსვამ რომ დროებით(მაგრამ ამ თემაზე ცალკე პოსტის დაწერა არ იქნებოდა ურიგო და დავწერ კიდეც ალბათ მომავალში)… და მოკლედ ამ დუღილის ფონზე ძალიან აქტიური თემაა ჩვენთვის მსოფლიოს კონფლიქტები და მათი სპეციფიკა(ნუ ჩემთვის ასეა ყოველშემთხვევაში)… საკმაოდ დიდი ხნის წინ მქონდა მცდელობა ფორუმზე წამომეწია ეს თემა მაგრამ აშკარად უაზროდ და უშედეგოდ გავისარჯე, არ ამიბა ხალხმა მხარი :D
ამჯერად კავკასიის მოსალოდნელ კონფლიქტებზე ვამახვილებთ ყურადღებას… მთავარ კონფლიქტის ზონებად პოსტსაბჭოთა სივრცეში რჩება კავკასია, შუა აზია(რომელსაც ცალკე პოსტს მივუძღვნი ალბათ) და ყირიმი… ეს საკითხი რათქმაუნდა უშუალოდ ჩვენ გვეხება, და მეტიც, პირველ რიგში საქართველოს ეხება… ჯერ კიდევ ომამდე უამრავი სტატია ქვეყნდებოდა ამ რეგიონში მოსალოდნელი კონფლიქტების შესახებ დასავლურ და რუსულ საინფორმაციო საშუალებებში… და ახლა საერთოდ კავკასიაში მოსალოდნელმა აფეთქებამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ დაჩრდილა მსოფლიოს ყველა ცხელი წერტილი… და თუ ეს აფეთქება მოხდა მერე ნახეთ თქვენ ამ ჩრდილის გაზრდა… რეგიონი სადაც ოთხი დიდი ქვეყნის ინტერესები იკვეთება… რათქმაუნდა ნაკლებადსავარაუდოა, და შეიძლება ითქვას რომ გამორიცხულია, პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტი ამ დიდ ქვეყნებს შორის მაგრამ ინტრიგა არის მაინც :D მსოფლიოს კიდევ ინტრიგა უნდა.. აბა სად ველოდოთ დიდ სამხედრო შეტაკებას… :D მოკლედ ვეცდები რაც ამ თემაზე ომამდე და ომის შემდეგ წამიკითხავს გადმოგცეთ მოკლედ :)) ძალიან ბევრი სტატია ახლაც შენახული მაქვს ჯერ კიდევ ივნისში და მაისში დაწერილი და ახდენილ გამართლებული აგვისტოში…
არის ბევრი ფაქტორი რის გამოც ამ რეგიონში კონფლიქტების დაწყების ალბათობა საკმაოდ დიდია… პირველ რიგში ეს არის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთა ოთხი დიდი და დღეს მსოფლიოში ძალიან ანგარიშგასაწევი ძალისა(აშშ, რუსეთი, თურქეთი და ირანი)… საერთოდ როგორც ყველასთვის ცნობილია ამ რეგიონის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი გამოწვეულია კასპიის ზღვის უდიდესი ენერგეტიკული პოტენციალით და კავკასიის ტრანზიტული პოტენციალით… და აქ არ დავიწყებ ახლა ნავთობსადენების და გაზსადენების პროექტების ჩამოთვლას რომელიც უკვე დაფინანსებულია, უკვე განხორციელებულია ან თუნდაც იდეის დონეზე არსებობს… ისედაც ყველამ კარგად იცის…
და სწორედ ტრანსკასპიური პროექტების განხორციელება არის პრიორიტეტი და მთავარი ტაქტიკური ამოცანა დასავლეთისთვის რეგიონში, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით და საქართველოს პორტების სრული დატვირთვით უზრუნველყონ ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა რუსეთისგან…
ამავდროულად ამერიკა აქტიურად აძევებს რეგიონიდან თურქეთს და ირანს, რაც ამ ქვეყნებს რუსეთის უნებლიე პარტნიორებად ხდის… აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთს აქვს უდიდესი პოლიტიკური გავლენა აზერბაიჯანზე და სულაც არ აწყობს რომ მისი გავლენა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო ტექნოლოგიებით ჩანაცვლდეს :D
საქართველოში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ფაქტობრივად საქართველოს სუვერენიტეტი ამერიკასთან ერთად იმართება და ამაში დასამალი არაფერია… ერთადერთი გამოკვეთილად პროამერიკული და ამერიკული პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა მთელ კავკასიაში და შუა აზიაში არის საქართველო… საქართველომ თავის თავზე იკისრა “რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგის” როლი, და იქცა რუსული ინტერესების მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად… საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გასვლის შემდეგ და რამდენიმეწლიანი აქტიური ანტირუსული კამპანიის შემდეგ(აღსანიშნავია რომ საქართველოში ანტირუსული მუხტი ყოველთვის ძლიერი იყო), რუსეთმა დაკარგა საქართველოზე გავლენის ყველა ბერკეტი… იშვიათად რომ მოინახოს რუსეთის დასაყრდენი ძალა საქართველოში და თუ ასეთები არსებობს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ… საერთოდ პირდაპირ ამის თქმას ვერავინ ბედავს, რომ რუსეთზე აქვს ორიენტაცია იმიტომ რომ მისი რეიტინგი ავტომატურად განულდება… რუსეთისთვის კიდევ ერთი პრობლემა იჭრება ამით… ბათუმის და ფოთის წყლების და საქართველოს სამხედრო გზის ჩაკეტვის შემდეგ რუსეთისთვის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა კავკასიასთან დარჩა დაღესტანის გავლით აზერბაიჯანი.. და სომხეთის და რუსეთის პირდაპირი კავშირი გაჩერდა.. ანუ აზერბაიჯანი არასდროს დათანხმდება სომხეთში დიდი რაოდენობით შეიარაღების შეტანას და ა.შ. და ამის გამო ამ ერთი დამაკავშირებელი გზის მხოლოდ ლოკალური მიზნებისთვის გამოყენება შეუძლია რუსეთს…
მოკლედ ამ რეგიონში მტავარი მოტამაშეები არიან ამერიკა საქართველოს სახით, რუსეთი სომხეთის სახით და თურქეთი აზერბაიჯანის სახით… ამ სამს კიდევ ემატება ირანი, რომელიც ცდილობს გავლენის ქვეშ მოაქციოს სომხეთი და აზერბაიჯანი, რათა არ დაუშვას ამერიკის გაძლიერება საზღვრებტან ახლოს… საქართველო-რუსეთის დაპირისპირებამ ზოგადად(არ იგულისხმება მაინც და მაინც ომი) აშშ-ს მისცა დრო რომ მოლაპარაკებები ეწარმოებინა აზერბაიჯანტან რათა გაენეიტრალებინა ირანი, და სომხეთთან რათა გამოეყვანა ეს ქვეყანა რუსული ორბიტიდან და გაეხსნა საზღვარი თურქეთთან… თუმცა ეს მცდელობები საკმაოდ უშედეგოდ დამტავრდა, იმიტომ რომ არც ირანი და არც თურქეთი არ არიან მომხრე რეგიონში ვაშინგტონის პოზიციების გაძლიერების…
თუმცა დასავლეთმა მიაღწია წარმატებას იმაში, რომ სამივე ქვეყანა ოფიციალურად გახადა ნატოს პარტნიორი და საქართველოს შემთხვევაში ნათლად აღნიშნა რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება… აშშ-მ ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმაზე, რომ რეგიონს განიხილავს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განსათავსებელ ტერიტორიად… ამერიკასა და აზერბაიჯანს შორის დადებული ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ პირდაპირ ითვალისწინებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამერიკული ინტერესების რეალიზაციას… აზერბაიჯანი დრო და დრო ცდილობს დაამშვიდოს ირანი და აკეთებს განცხადებებს, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება გამოყენებული მათი სამხრეთ მეზობლის მიმართ, თუმცა აშკარაა რომ ამგვარი განცხადებებით ირანის დამშიდება შეუძლებელია და მოქმედებებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევს ირანი ვიდრე განცხადებებს… ამის საპასუხოდ ირანი აძლიერებს თანამშრომლობას რუსეთთან ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში.. ასევე ირანი ცდას არ აკლებს აზერბაიჯანში გავლენის ჯგუფის შექმნას,  რომელიც გაატარებს ირანის ინტერესებს და პირველ რიგში გაერთიანებული იქნება რელიგიური თვალსაზრისით… ასევე ირანი ცდოლობს შექმნას ძლიერი პოლიტიკური კავშირი რეგიონში რუსეთი-ირანი-სომხეთის სახით, და სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობისას ყარაბახის თემით იმანევრიროს… ამ სიტუაციაში სუსტ წერტილად აშკარად ჩნდება სომხეთი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ირანთან, ამერიკის ნებით ეს ასეა.. იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად არის ამერიკასთან ახლოს…
ამერიკული პოლიტიკა კავკასიაში იწვევს აზერბაიჯანის და ირანის ერთმანეთისგან დაშორებას, მაგრამ ამავდროულად ირანს აახლოებს სომხეთთან… ირანისთვის სომხეთთან ურთიერთობა არის აზერბაიჯანზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი ბერკეტი და საერთოდ კავკასიაზე გავლენის შენარჩუნების ერთ-ერთ გზას და სომხეთისთვის ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ალტერნატივა ეროვნული უსაფრთხოებისთვის რუსეთთან ჩამოშორების და ამერიკის ზურგის შექცევის პირობებში…
ასევე აშშ საკმაოდ აქტიურად მუშაობს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის მოგვარებაზე და ამ ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნაზე… შედეგი ამ მხრივ რათქმაუნდა არ ცანს.. იმიტომ რომ თურქეთს კატეგორიულად არ აწყობს სომხეთთან ურთიერთობის დალაგება რამდენიმე მიზეზით… ერთი ისაა რომ არ სურს ამერიკის მოძლიერება რეგიონში, რაც უკვე ბევრჯერ დავწერე აქ, მეორე ისაა, რომ არ სურს გავლენა დაკარგოს აზერბაიჯანზე, რადგან აზერბაიჯანი ამ ურთიერთობების დალაგების სასტიკი წინააღმდეგია…
ამ კონფლიქტების გაღვივებას რათქმაუნდა ხელი შეუწყო კოსოვოს დამოუკიდებლობამაც… მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის სამივე ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობამდე გარკვევით გამოაცხადა, რომ კოსოვოს ირგვლივ რაც არ უნდა მოხდეს კოსოვოს პრეცედენტი გავლენას ვერ იქონიებდა აქ არსებულ გაყინულ კონფლიქტებზე, აღიარების შემდეგ ამ ქვეყნების მოქმედებამ სხვანაირი შედეგი გვაჩვენა… არც ერთ ქვეყანას კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია(თუ ვცდები მომიტევეთ სომხეთის ამბავში, მაგრამ მგონი არც სომხეთს უღიარებია)… ანუ ეს ქმედება(თუ უმოქმედობა :D) იმაზე მიუთითებს, რომ კოსოვოს შემთხვევის განმეორების შიში არსებობს ამ ქვეყნებში და ამიტომ არ აღიარებენ ამ ახლადწარმოქმნილ სახელმწიფოს თუ რა დავარქვათ არ ვიცი :D საქართველოს ეშინია რომ იგივე არ განმეორდეს აფხაზეთშჳ და ცხინვალის რეგიონში, აზერბაიჯანს ეშინია რომ იგივე არ მოხდეს მთიან ყარაბახში… და რა უნდა სომხეთს? :D რატომ არ აწყობს აღიარება… ნუ საყოველთაოდ გავრცელებული აზრით ძალიან კარგადაც აწყობს, უბრალოდ რუსეთის და ირანის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ამ შემთხვევასთან გვერდი ვერ აუარა და დუმილი ამჯობინა, თუმცა სომხეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი(აწ უკვე პრეზიდენტი თუ არ ვცდები) აცხადებდა რომ კოსოვოს მაგალითი უნდა გამოვიყენოთ ყარაბახშიო… გასათვალისწინებელია ის, რომ გამოკვეთილად პროამერიკულმა საქართველომ არ აღიარა კოსოვო, მიუხედავად იმისა რომ ამერიკა მთავარი ლობისტი იყო პრინციპში კოსოვოსი… ასევე საინტერესო მომენტია ის, რომ თურქეთმა აღიარა კოსოვო მიუხედავად აზერბაიჯანის ნეგატიური განწყობისა ამ საკითხის მიმართ…
ანუ აქტიური ამერიკული პოლიტიკით რეგიონში ჩვენ მივიღეთ სურათი, რომ რუსეთის, თურქეთის და ირანის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და უნდათ ეს თუ არ უნდათ ძალაუნებურად გამოდიან მოკავშირეები რაღაც მხრივ… მიუხედავად იმისა რომ თურქეთი არის ნატოს წევრი და აქტიურად ცდილობს ევროკავშირში შესვლას მაინც თამაშობს ე.წ. “თავის თამაშს”… :D
ახლა რა არჩევანის გაკეთების საშუალება რჩებათ საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს… ამ ქვეყნებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება ორ რამეს შორის… ერთი არის ის, რომ შეიმუშაონ თავიანთი სტრატეგია და დამოუკიდებლად იმოქმედონ თავიანთი რისკის და შიშის ხარჯზე, რაც მაინც და მაინც შთამბეჭდავ შედეგებამდე ვერ მიიყვანს ამ ქვეყნებს ცემი აზრით… იმიტომ რომ როცა ასეთი სიტუაციაა ამხელა ქვეყნების ინტერესები გადის რეგიონზე ძალიან რთულია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება.. უბრალოდ არ გაგატარებინებენ.. და იძულებით გაგხდიან პრო-ვიღაცას… ამის ნათელი მაგალითია ჩვენი პირველი პრეზიდენტი ნუ ეს საერთოდ ცალკე თემაა და ამიტომ ამ მაგალითის მოყვანით შემოვიფარგლოთ და შორს არ წავიდეთ… მეორე ვარიანტი არის ამ ქვეყნებისთვის რომ დაიჭირონ გამოკვეთილად რომელიმე მხარის პოზიცია და გახდნენ დიდი პოლიტიკის გამტარებლები რაც უფრო რეალურია რომ რეგიონს შედეგამდე მიიყვანს… ნუჩვენ ჩვენის მხრივ რა შეგვიძლია ვთქვათ.. ერთი ისაა რომ საქართველო ერთადერთია ვის ორიენტაციაშიც ეჭვი არავის ეპარება… დანარჩენ ორზე ნადირობა მიდის…
და ამ ყველაფრის ფონზე თუ გავითვალისწინებტ იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოკავკასიაში საკმაოდ დაძაბულია ვითარება და ინგუშეთი-ჩეჩნეთი-დაღესტანი დაძაბულობის პიკს აღწევს ნელნელა, ძალიან რეალური ხდება რომ დიდი აფეთქების მომსწრეები გავხდებით და იმედია ეს აფეთქება იმ მეორე დიდი აფეთქების მსგავსად არ გაფართოვდება უსასრულოდ და რაღაც ჩარჩოებში მოექცევა :)))
მოკლედ მე შევეცადე მაქსიმალურად ობიექტურად და მიუკერძოებლად დამეწერა პოსტი და შეიძლება ამიტომაც საქართველოზე ცოტა ნაკლები ვილაპარაკე :)))
ახლა შემოგთავაზებთ ერთ საინტერესო ნაგლეჯს ერთ-ერთი სტატიიდან, აქ ჩამოთვლილია მოსალოდნელი კონფლიქტები კავკასიაში.. ნუ ალბათ ზეპირადაც ყველამ კარგად იცით ეს მაგრამ მაინც იყოს
მაღალი ალბათობის კონფლიქტები:
კოდორი-გალი-ოჩამჩირე: საქართველო-რუსეთი(აფხაზეთი)
ცხინვალი-ჯავა: საქართველო-რუსეთი(ს.ოსეთი)
მთიანი ყარაბახი: სომხეთი-აზერბაიჯანი(თურქეთის დახმარებით)
დაბალი ალბათობის კონფლიქტები:
დერბენტი: აზერბაიჯანი-რუსეთი
ახალქალაქი: საქართველო-სმოხეთი
რუსეთის საზღვრების შიგნით რეგინში მოსალოდნელი აფეთქებები: ინგუშეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი
ჰმ სულ ეს იყო რისი დაწერაც ამჯერად ამ ღამის საათებში შევძელი… =პ
მოგესალმებით ცათმფრენიდან
გამარჯობა
მოკლედ როგორც მიხვდიტ და ივარაუდეთ ეს იქნება მორიგი ბლოგი .GE დომენზე : D ბოლო ხანებში ქართულ ინტერნეტ საზოგადოებაში საკმაოდ პოპულალური გახდა ბლოგები.. სულ უფრო და უფრო მატულობს ქართული ბლოგების რიცხვი… ჰოოოდა გადავწყვიტე მეც.. რატომაც არა… : D
ჰოოდა ავიღე დომენი ares.ge(გასაგები მიზეზების გამო), გადმოვწერე და ავტვირთე wordpress, მოვძებნე ნეტში ჩემი ავატარის ფერებში რარაც სკინი.. ცოტა მივაკეთე მოვაკეთე მივჭერ მოვჭერი და დავსვი : D ნუ სავარაუდოდ მომავალში ჩემით გავაკეთებ რამეს და შევცვლი დიზაინს მაგრამ დასაწყისისთვის მგონი არაუშავს..
ახლა ვისი ბლოგი იქნება ეს… ეს იქნება გიგას ბლოგი… ინტერნეტ სივრცეში ბატონი A_R_E_S.. : D თუ მაინც და მაინც ჩემი პიროვნება გაინტერესებთ თსუ-ს მეოტხე კურსის სტუდენტი გახლავართ.. ოფიციალურად ეკონომისტი… არაოფიციალურად ХЗ… : D
ახლა რაც შეეხება ბლოგის შინაარსს.. ერთი რომელიმე კონკრეტული სფერო ნამდვილად არ მაქვს ამორჩეული… ბევრ რამეზე დავწერ… ალბათ იქნება აბსოლუტურად სხვადასხვა თემები რომლებიც ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ იქნება.. მაგრამ ვეცდები საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ.. ან თუნდაც გასართობი… ან თუნდაც რამე ამბავი ჩემი ცხხოვრებიდან… სათაური თუ არ დაგაინტერესებთ უფლებას გაძლევთ პოსტი არ წაიკითხოთ =პ
აი ესეც უცებ რამდენიმე წუთში თუ წამში რავიცი მოხლაფორთებულ შეთითხნილი მოსალმების პოსტი =პ
ვნახოთ რა გამოვა… დრო გვიჩვენებს… პირველ პოსტს ალბათ დავდებ რამდენიმე დღეში… მეც მაინტერესებს რა გამომივა… : D